ქალის 5 შეცდომა, რის გამოც საყვარელი მამაკაცი აუცილებლად მიატოვებს ან საყვარელს გაიჩენს

ზოგიერთი ქალი თხოვდება თავის ოცნების პრინცზე, თუმცა შემდეგ ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ “მშვენიერი პრინცების” უმეტესობა აღმოჩნდებიან უსაქმური ტახტზე მოგორავე “პატივცემული გვამები”.

თუმცა ერთი რამ გასათვალიწინებელია, უმეტესობა ზუსტად ცოლთან ცხოვრების შემდეგ იქცევა ასეთად.

ხოლო მრავალი ქალი გათხოვების შემდეგ ფატალურ შეცდომას უშვებს, ამიტომ ქალებმა უმჯობესია სხვის შეცდომებზე ისწავლონ, რომლებსაც ოჯახი დაენგრათ.

ქვემოთ მოყვანილია ოჯახის დანგრევის 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

1) ქალი ტვინის მბურღველი-თუ გამუდმებით დილა ასე იწყება:”რამდენჯერ უნდა გითხრა კბილის პასტა ჩადე მწვანე პლასტმასის ჭიქაში”, შემდეგ ანალოგიური ჯიჯღინი გრძელდება გამუდმებით წინდებზე, ხალათზე, ჭურჭელზე და აშ.

ქმარს სურვილი უჩნდება აბეზარი კოღოსავით მიაჭყლიტოს ცოლი, ამ შემთხვევაში ყველაზე ჰუმანური ევროპული სასამართლოც კი გაამართლებს მამაკაცს.

2) ქალი ტვირთი-ნებისმიერი მანიპულაცია მამაკაცის ნდობას ამცირებს და ამის შემდეგ თავის თავში იკეტება და ურთიერთობას ეძებს სხვაგან, თუ გემუდმებით თქვენი ჭირვეული პრეტენზიების მოსმენა უწევს.

აცივდა ქურქი მინდა, ჩექმა მინდა, იმას მაგარი საყურეები უკეთია, ავეჯი, ფარდები, და ა.შ…ყველაფერზე მინდა მინდა!

3) ქალი კონტროლიორი-სად იყავი!რომელ საათზე მოხვედი?რამდენი დახარჯე? ვის ელაპარაკებოდი ტელეფონზე?

– ყველაფერში ცოლმა ცხვირი არ უნდა ჩაყოს, სამწუხაროს ასეთი ცნობისმოყვარეობა გამოწვეულია არა იმით, რომ იცოდეს რით ცხოვრობს და სუნთქავს საყვარელი ადამიანი, არამედ იმით, რომ ცოლს ქმარი მუდმივ კონტროლში ჰყავდეს.

4) უკარება ქალი – სექსის უკმარისობა ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი, თუ თქვენ გამუდმებით “თავი გტკივათ”, “განწყობა არა გაქვთ”..”რა დროს ეგაა ბავშვები სადაცაა მოვლენ” და აშ.

შემდგომ მამაკაციც კარგავს თქვენდამი ინტერესს, ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის ხდებით უკვე როგორც “კარგი მეზობლები” კომუნალურ ბინაში და ქმარიც ეძებს ურთიერთობას სხვა ქალთან..

არა და მერწმუნეთ, გარშემო ბევრი ვნებამორეული ქალია, რომელიც სულ სხვაგვარად ფიქრობს და აზროვნებს.

5) ქალი – “სრულყოფა” – ამ უკანასკნელი კატეგორის ქალებს ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი.

ქმარს ექცევა ისე, როგორც პატარა ბავშვს, მზრუნველად აცლის წვერში გაჭედილ პურის ნამცეცს, ნაზად უსწორებს ფრაზას სტუმრებთან, ტუჩებდაბერილი უწუნებს ჰალსტუხს, რომელიც მისი აზრით ამ ხალათს არ უხდება, ყოველ დილით ციბრუტივით დაატრიალებს, ახედ-დახედავს, სუფრაზე ინსტრუქციას აძლევს რა მიირთვას, რა დალიოს და რა რაოდენობით, მოკლედ – “უჩემოდ შენ არარაობა ხარ!”.

მამაკაცაცისთვის ძნელია ამ სიტუაციაში თვითრეალიზება მოახდინოს, ან უნდა დანებდეს ცოლს და აღიაროს მისი უპირატესობა ან მუდმივ კონფლიქტში უნდა იყოს მასთან.

ერთიც და მეორეც ქორწინებას არასიცოცხლისუნარიანს ქმნის.


Loading...

  კომენტარები