მთავარი ურთიერთობები 12 სექსუალურად ყველაზე დაკმაყოფილებული ქვეყნების სია გამოქვეყნდა

12 სექსუალურად ყველაზე დაკმაყოფილებული ქვეყნების სია გამოქვეყნდა

by guramus

მიუხედავად ამერიკელი ხალხის პროგრესული წარმოდგენებისა სექსზე, ის მაინც რჩება პურიტანულ საზოგადოებად, რაც ხელს უშლის მას სექსუალურად ყველაზე დაკმაყოფილებულ სახელმწიფოთა შორის მოხვედრილიყო. კონსერვატორები და მემარჯვენე ქრისტიანები დიდი ხანი ებრძოდნენ ამერიკაში სექსის ლიბერალიზაციას, სწავლებას სკოლებში, პროსტიტუციის ლეგალიზებასა და გეი ქორწინებას.
ქვეყნებში, სადაც ლიბერალური მიდგომებია სექსუალური განათლების მიმართ, დაბალია მოზარდებში ფეხმძიმობის რიცხვი, დაავადების რისკი კი ნაკლებია.
1. შევეიცარია დასახელდა სექსუალურად ყველაზე დაკმაყოფილებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე. ამას ხელი შეუწყო პროსტიტუციის ლეგალიზებამ, ლიცენზირებულმა ბორდელებმა, სექსუალურმა სწავლებამ, რომელიც იწყება ადრეულ ასაკში, ჯერ კიდევ სკოლამდელ დაწესებულებებში, და ლიბერალურმა პოზიციამ პორნოგრაფიის მიმართ.
2. მეორე ადგილი ესპანეთმა დაიკავა თავისი ნუდისტური პლაჟებითა და მაღალი სოციალური თანხმობით გეი ქორწინებასთან დაკავშირებით. ესპანელი მამაკაცები დასახელდნენ ყველაზე სასურველ საყვარლებად.
3. შემდგომ მოდის იტალია. აქ გემრიელი კერძებითა და კარგი ღვინით, მაგიდიდან იწყება სექსი. იტალიელი ქალები თავიანთი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილნი არიან და მიიჩნევენ, რომ დღეში 2 ჭიქა ღვინო ეხმარება ქალებს, მიიღონ მეტი სიამოვნება სექსისგან.
4. ბრაზილიელი კაცები დასახელდნენ ყველაზე ცხელ საყვარლებად ესპანელების მერე, ხოლო ბრაზილიელი ქალების ფერხორციანი სხეულისთვის კი სიკვდილიც ღირს, ასე აფასებენ ბრაზილიელ ქალებს მამაკაცები.
5. მიზეზი საბერძნეთის მეხუთე ადგილზე განთავსებისა არის ის, რომ აქ საზოგადოება ნაკლებადაა შებოჭილი სექსზე საუბრისას საუკუნეების მანძილზე და მეტად გახსნილია თავიანთი სურვილების გამოხატვაში. ისინი საუბრობენ სექსზე ყევლგან, სამსახურში, მეგობრებთან, მშობლებთან. მშვენიერი ამინდი, ლამაზი კუნძულები და ჯანმრთელი დიეტა ამ ყველაფერში დადებით როლს ასრულებს.
6. ნიდერლანდებს რომ ნომერ პირველი პროსექსუალური ქვეყნის სტატუსით იცნობენ, ამისათვის მადლობა უნდა ვუთხრათ ”წითელი ფარნების კვარტალს”. ასევე საზოგადოების გახსნილობას, სექსუალურ სწავლებასა და ნუდიისტურ პლაჟებს.
7. მექსიკა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურად აღგზნებულ ქვეყანად. 63% მოსახლეობისა ამტკიცებს, რომ ის ცხოვრობს სავსე სექსუალური ცხოვრებით. 2008 წელს გამოიცა 700 000-მდე წიგნი სექსუალური სწავლებისა, უმაღლეს სკოლებში შეიტანეს, სადაც ახალგაზრდებს ეძლეოდათ საშუალება, გაეგოთ მეტი აბორტზე, ჰომოსექსუალებსა და სექსუალურ თავდაცვაზე. ქვეყანაში პროსტიტუცია დეკრიმინალიზებულია, თუმცა მექსიკაში მაინც მთავარ პრობლემად რჩება ტრეფიკინგი და ბავშვთა ჩაბმა სექსუალურ მომსახურებაში.
8. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ქალწულობის დაკარგვის საშუალო ასაკად დასახელებულია 22 წელი, მაინც მოწინავე პოზიციებს იკავებს ეს ქვეყანა სექსუალურად დაკმაყოფილებულ ქვეყნებს შორის. ინდოელი კაცები მეტ დროს უთმობენ უშუალოდ აქტამდე სასიყვარულო თამაშებსა და პრელუდიას.
9. ავსტრალიელთა 75% ამბობს, რომ ისინი ერთობიან გზაში სექსით.
10. ნიგერიელები მიჩნეულნი არიან ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძილივი სექსუალური აქტის შემსრულებელ ერად. მიუხედავად კონსერვატიული შეხედულებებისა ჰომოსექსუალიზმზე, ასევე ისლამური ექსტრემიზმისა, ნიგერიელი ქალები დასახელებულნი არიან ერთ-ერთ ყევლაზე მოღალატე ქალებად. მათგან 62%-ს უღალატია თავისი პარტნიორისთვის.
11. გერმანელები ითვლებიან ყველაზე ცუდ საყვარლებად, თუმცა ყველაზე დაკმაყოფილებულთა სიაში მაინც მოხვდნენ, 32%- ს ჰქონია ერთი ღამის სექსი, ხოლო 30%-ს სექსი საჯარო ადგილებშიც აქვს.
12. ჩინელები ერთ-ერთი ყველაზე დახურული და კონსერვატიული საზოგადოებაა, თუმცა მიჩნეულია, რომ კვირაში ყველაზე მეტჯერ აქვთ სექსი, ვიდრე სხვა ხალხებს.სად არის მათი სექსუალური კმაყოფილების გასაღები? ტექნოლოგიებში! სექსშოფები და ონლაინ გაყიდვები სექსუალური პროდუქციისა ბოლო ათი წელია ჩინეთის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. მსოფლიო ბაზარზე გამოტანილი სექს – სათამაშოების 70% მზადდება ჩინეთში.