მთავარი ურთიერთობები როგორ უნდა გაარკვიოთ, რა ზომა მკერდი გაქვთ

როგორ უნდა გაარკვიოთ, რა ზომა მკერდი გაქვთ

by guramus

კარგად შერჩეული ბიუსტჰალტერი არა მარტო ლამაზს აჩენს მკერდს, არამედ უმკლავდება მთავარ დანიშნულებას – მყარად ეჭიროს სარძევე ჯირკვალი. ამის მიხედვით განისაზღვრება მისი კომფორტულობა.
როგორც ირკვევა, ყოველი მეორე ქალი არასწორად შერჩეულ ბიუსტჰალტერს ატარებს, რაც ბევრი პრობლემის მიზეზი ხდება. ზედმეტად თავისუფალი ლიფი ჯირკვალს ვერ დაიკავებს, შესაბამისად, კანი მუდმივად მოშვებული იქნება და მკერდი თანდათან მეტად “დაეკიდება”. მეტისმეტად მჭიდრო ბიუსტჰალტერი კი მოუხერხებელია, დისკომფორტს შეგიქმნით და კიდევ ბრვტ სერიოზულ პრობლემას. ამის შესახებ ონკოლეგებიც ხშირად გვაფრთხილებენ. ამიტომ ზუსტი ზომის შერჩევა აუცილებელია.
დაადგინეთ თქვენი ზომა
აიღეთ სანტიმეტრი და გაიზომეთ მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობა. სანტიმეტრი მჭიდროდ უნდა გქონდეთ შემორტყმული და ზუსტად ჰორიზონტალურად. ჩაინიშნეთ მიღებული ციფრი.
ახლა გაიზომეთ მკერდის გარშემოწერილობა ყველაზე გამობურცული ადგილებზე. სანტიმეტრის ლენტი ძალიან მჭიდროდ არ შემოირტყათ. მიღებული ციფრიც ჩაინიშნეთ.
მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობასა და მკერდის გარშემოწერილობას შორის სხვაობა და მისი შესაბამისი ინიციალი იქნება თქვენი ბიუსტჰალტერის ზომა.

მაგალითად, თუ თქვენი მკერდის გარშემოწერილობაა 96, ხოლო მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობა – 80, თქვენი ბიუსტჰალტერის ფიალის ზომა იქნება C 16.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: