TOP 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე კარგად ერკვევა ადამიანებში

ხომ არსებობენ ადამიანები, თანდაყოლილი ფსიქოლოგიური ნიჭით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებს თანდაყოლილიც კი აქვთ ე.წ. “ადამიანების ცნობის” ხელოვნება… ამიტომ ამ მხრივ სამ ზოდიაქოს ნიშანს, ვერასოდეს, ვერაფერს გამოაპარებთ…

კირჩხიბი – მისი ყველაზე დიდი იარაღი ინტუიციაა, რომელსაც იგი ერთი შეხედვით თითქოს არც ავლენს და არც ენდობა. მაგრამ კირჩხიბი, რომელიც მთვარის მმართველობის ქვეშ მყოფი ინდივიდია, გასაოცარი “სენსორული” აზროვნებით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი მოტყუება შეუძლებელია, თუკი თავად მან არ მოიტყუა ან მოგატყუებინათ თავი.

კიბორჩხალები ასტროლოგიურად ყველაზე გამძლე ინდივიდები არიან. მას არ გაუჭირდება თქვენი არც შემოწმება არც გადამოწმება გულწრფელობაზე. კირჩხიბებს გასაოცარი მოთმინებისა და თამაშის უნარი აქვთ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.

ამიტომ მის მრავალსახოვან ნატურას მერწმუნეთ, ვერასოდეს ამოიცნობთ. ამასთან ერთად, მისი ნიჭი მშვიდად დაელოდოს საჭირო მომენტს თქვენზე შურის საძიებლად, ისე რომ ამის შესახებ რეალურად მას ვერავინ დასდოს ბრალი ჭეშმარიტად აღფრთოვანების ღირსია.

ქალწული – მისი სიძლიერე გამჭრიახი გონება და გასაოცარი დაკვირვების უნარია. ქალწული პლანეტა მერკურის მმართველობის ქვეშაა; ამიტომ შესაშურად სხარტი აზროვნებით, ანალიტიკური გონებითა და წვრილმანებისადმი ყურადღებიანობით გამოირჩევა. იგი ცივი გონების ადმიანია, ამიტომ მისი გული ყოველთვის და უპირობოდ ემორჩილება გონების ხმას.

შესაბამისად, თუკი საჭიროება მოითხოვს სავსებით მარტივად შეძლებს, საკუთარ თავს ემოციების აბსოლუტური ბლოკირება აიძულოს და მხოლოდ გონებით გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია.

იგი არაჩვეულებრივი ერთგული მეგობარია, თუკი თქვენ ამას დაუფასებთ და დაიმსახურებთ. მაგრამ ძალზე საშიში და მუხანათი მტერი იქნება, თუკი მის ზრუნვას ვერ დაინახავთ და ყველაფერს ისე მიიღებთ, როგორც კუთვნილს.

მორიელი – ალბათ ყველაზე საშიში და მუხანათია წარმოდგენილ სამეულს შორის. ეს იმიტომ, რომ კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულს კიდევ შეიძლება როგორმე აიძულოს კაცმა სენტიმენტალურობა და შეძლოს მათი გრძნობებით თამაში. მორიელი კი თუკი იგი გაბრაზებული და შეურაცხყოფილია, სისასტიკის განსახიერება ხდება.

მას შეუძლია საკუთარი ხელით ამოიგლიჯოს გულიდან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამავდროულად უზომოდ უყვარს. შეუძლია უგულოდ იცხოვროს წლების მანძილზე, მაგრამ პატიება და მით უმეტეს მეორე შანსი გამორიცხულია!

მორიელი პლანეტა პლუტონით მართული ნიშნის წარმომადგენელია, რომელიც თავის მხრივ ძირეულ ტრანსფორმაციაზე, ნგრევასა და დესტრუქციაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ განა გასაკვირია, რომ მას პატიება იშვიათად ან საერთოდაც არ შეუძლია, მით უმეტეს მაშინ, თუკი საკუთარი პიროვნება და ემოციები ბოლომდე გააშიშვლა თქვენ წინაშე და თქვენ ამით ბოროტად შეძელით სარგებლობა.


კომენტარები


მსგავსი სტატიები

error: კონტენტი დაცულია! კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!