მთავარი საკითხავი “ბედნიერებას არ პოულობენ, მას ქმნიან” – ელჩინ საფარლის ციტატები

“ბედნიერებას არ პოულობენ, მას ქმნიან” – ელჩინ საფარლის ციტატები

by guramus

1. ქალი ყველაფერს პატიობს, მაგრამ არაფერს ივიწყებს.

2. მამაკაცმა არ უნდა ამყოფოს ქალი გაურკვევლობაში. თუ იცი, რომ არ დაბრუნდები, უმჯობესია, სიმართლე უთხრა. ის იტირებს, მაგრამ გადაიტანს. ოღონდ, არ მოექცე უყურადღებოდ. ქალები ამას არ იმსახურებენ.

3. არის მომენტები, როდესაც საკუთარი თავის არ გესმის, მაგრამ რაღაც წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერი ლაგდება და ნათელი ხდება.

4. ჩვენ მშობლები გვზრდიან, ეზოში ბიჭებსა და გოგოებს ვეთამაშებით, ვმეგობრობთ და-ძმებთან, მაგრამ, უეცრად, სრულიად უცნობი ყველაზე ახლო ადამიანი ხდება, იმდენად ახლო, რომ სუნთქვა გვეკვრის.

5. გაშვება არ ნიშნავს დანებებას. ხშირად, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გარემოებებზე გასამარჯვებლად.

6. ბედნიერება ისაა, რომ მოცემულ მომენტში არაფერი გსურს იმის გარდა, რაც უკვე გაქვს. ძალა მათ ხელშია, ვისაც სჯერა საკუთარი ძალის.

7. ყველაფერი, რაც გულში იბადება, იქვე რჩება.

8. არსებობს სახლივით „კომფორტული“ ხალხი. ეხუტები მათ და ხვდები – „მე სახლში ვარ“.

9. შეუძლებელია, ერთ დილით ძლიერ ადამიანად გაიღვიძო, თუმცა, შესაძლებელია, აღარ დაეჯახო ერთსა და იმავე კედელს და შეცვალო მიმართულება. დედამიწა მრგვალია – ადრე თუ გვიან, ყველა მიაღწევს იმას, რასაც უნდა მიაღწიოს.

10. ღამის ცხოვრება მიყვარს. ღამით თავისუფლება სხვანაირია.

11. ქალებს გვსურს ჩვენი მამაკაცის წარსულის დღეების წაკითხვა არა იმისათვის, რომ შევისწავლოთ „მტერი“, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, ან ქცევის საუკეთესო სტრატეგია გამოვიმუშაოთ, არამედ, უბრალოდ – ვიყოთ საქმის კურსში.

12. ვფიქრობდი, ვერასდროს შევძლებ მის დავიწყებას, მუდამ ვიცხოვრებ ამ ტკივილით გულში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ეპიზოდურ როლს თამაშობდა.

13. „შენი“ ადამიანები შენთან რჩებიან, როგორიც არ უნდა იყო. ისინი, უბრალოდ, არიან, სიხარულით გაგიღებენ კარს, გამოგიწვდიან ხელს, გაგიყოფენ საჭმელს.

14. ჩვენ გვაქვს ოდნავ გიჟური სიყვარული, სულელური წესების უხეში დარღვევით. ჩვენ ასე მოგვწონს…

15. ყველა ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არავინ არ ამბობს – როდის…

16. ქალი სახლის მცენარეს ჰგავს. თუ მასზე სიყვარულით არ იზრუნებ, დაჭკნება…

17. იცით, გულწრფელობის სანაცვლოდ ქალს შეუძლია ნებისმიერი რამის პატიება მამაკაცისთვის. თქვენ ფიქრობთ, ის მარტივად იჯერებს ტყუილს?! – ცდებით, ქალი -არსებული სიცრუის დეტექტორებიდან საუკეთესოა.

18. ადამიანი, რომელმაც შეძლო ახლობლის გაბედნიერება, თვითონაც ბედნიერია.

19. ცხოვრებაშიც ასეა: თავიდან – გინდა, შემდეგ კი – გაქვს და ფიქრობ: და რა უნდა გავაკეთო ამით?

20. მე დანგრეული ურთიერთობის მხოლოდ ერთი მიზეზი ვიცი და ის არაა დაკავშირებული ბეჭდის ჩარტყმასთან პასპორტში. უთქმელობა – ყველაფერი ამით იწყება.

21. ჩემთვის ხშირად უთქვამთ ფრაზა “თავს გაუფრთხილდი”, მაგრამ არავის უთქვამს “მე გაგიფრთხილდები”.

22. თქვენ ფიქრობთ,ქალი მარტივად იჯერებს ტყუილს?! –ცდებით,
ქალი -არსებული სიცრუის დეტექტორებიდან საუკეთესოა.

23. ბედნიერებას არ პოულობენ, მას ქმნიან.”

24. ზედმეტად ვაიდეალიზებდი ადამიანთა გრძნობებს, ყველა გულწრფელი მეგონა. საპირისპიროს გააზრება ცხოვრებასთან ერთად მოვიდა და ჯამში ორმაგ მსოფლიო ჩემპიონად მაქცია ცინიზმში, აღარ მჯერა მობოდიშების და აღარც დაპირებების.”

25. ,,არსებობს სახლივით „კომფორტული“ ხალხი. ეხუტები მათ და ხვდები – „მე სახლში ვარ“.

26. ზურგში დანას,სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს,რომლისთვისაც მზადა ხარ,საფრთხის შემთხვევაში მკერდი მიუშვირო.

27. ბედნიერებაა, როდესაც არაფერი გინდა იმის გარდა, რაც გაქვს.

28. მე დანგრეული ურთიერთობის მხოლოდ ერთი მიზეზი ვიცი… უთქმელობა-ყველაფერი ამით იწყება.

29. – “შვილო, დაიმახსოვრე, კაცმა არ უნდა დააძალოს ქალს გაურკვევლობაში ცხოვრება. მაშინ ადრე თუ გვიან, სიყვარული აუცილებლად შეიცვლება ზიზღით. მათ უყვართ ლოდინის დროსაც კი. ეს ჩვენ, კაცები, როდესაც ქალი ცოტახნით გვშორდება, ვიწყებთ ფიქრებში ან ღიად მისი შემცვლელის ძიებას. თუ იცი, რომ არ დაუბრუნდები მას, ჯობია ეს პირდაპირ უთხრა. იტირებს, მაგრამ გაიგებს. უბრალოდ არ უგულვებელყო. აი ეს მათ ნამდვილად არ დაიმსახურეს.”

30. – იცი რისი წამოღებაა მნიშვნელოვანი ბავშვობიდან, ზრდასრულ ცხოვრებაში?
– ოცნების.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: