მთავარი საკითხავი “მომავალი ბედნიერების მოლოდინში ხშირად დღევანდელს ვანგრევთ” – ერიკ ემანუელ შმიტის გენიალური ციტატები

“მომავალი ბედნიერების მოლოდინში ხშირად დღევანდელს ვანგრევთ” – ერიკ ემანუელ შმიტის გენიალური ციტატები

by guramus

1. “მძულს სიყვარული! ის ჩემში ამბოხს იწვევს. თუ სიყვარული რაღაც გაუსაძლისის გადატანას ნიშნავს, აღარ მინდა, მიყვარდეს. თუ სიყვარულის გამო საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი და მონად უნდა იქცე, რა ჭირად მინდა ასეთი სიყვარული?”

2. “ნუ ეცდები,გაუგებარი გაიგო. წუთისოფელს რომ გაუძლო,უარი უნდა თქვა,ჩაწვდე იმას, რაც შენს ძალებს აღემატება,რაც შენზე მაღლა დგას,მიუწვდომელია. არა, შესაძლოა სიკვდილი სულაც არ არის უსამართლო,უბრალოდ შენ არ უწყი, რა არის სიკვდილი.”

3. ” სიკვდილი ერთ რამეს გვასწავლის მხოლოდ: ვიჩქაროთ სიყვარული.”

4. “მომავალი ბედნიერების მოლოდინში ხშირად დღევანდელს ვანგრევთ”.

5. როცა ცხოვრებით კმაყოფილები ვართ, მაშინ ყველანი ბავშვურები ვხდებით.

6. “ნუ მკითხავთ, როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი, ნუთუ შეიძლება მზის აღწერა?”

7. “- იცი, მომო, ის, ვისაც ღმერთმა ცხოვრებისა ვერაფერი შეასმინა, ვერც წიგნების კითხვით გახდება რამეს”.

8. “ზნედაცემულობას ადამიანები მხოლოდ სხვის სახეზე კითხულობენ, საკუთარზე კი ვერა და ვერ ამჩნევენ. მთელს სიმახინჯეს ის მხოლოდ მაშინ იძენს, როცა სხვებში ვლინდება.”

9. ”მოზრდილი ადამიანის მდგომარეობას მხოლოდ ტკივილების, ჭრილობებისა და ძალადობის, დათმობებისა და იმედგაცრუების ხარჯზე ჩავწვდი. სამყარომ ჩემთვის დაკარგა ჯადოსნური ხიბლი … ”

10. მსხვერპლი ნებისმიერი სიყვარულის საზომია!

11. ყოველ ერს სახის ერთი ნაკვთი მაინც გამოარჩევს სხვებისგან. ენა ქმნის ტუჩებსა და კბილებს, რომელთაც მეტყველების გარეშეც ამოვიცნობთ. კვება განაპირობებს კანის ქსოვილის სტრუქტურას. ადათ-ჩვეულებები გამოხედვას გამომწვევს ან სათნოს ხდის, ან მოძრავს, ან გაყინულს. ცა, რომლის ქვეშაც ვიბადებით, თვალის ფერს განაპირობებს.

12. – დედი, ნუთუ არ გესმის, რომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. უნდა მოვასწროთ და ადამიანებს ვუთხრათ, რომ გვიყვარს. ყველა მათგანი ხომ გარდაიცვლება, ასე არ არის?

13. – სიყვარული აძლიერებს ადამიანს. თუ შენ, პილატე, მედგარი, ძლიერი და ურყევი ხარ, იმიტომ კი არა, რომ შესანიშნავი მოცურავე და ან შეუდარებელი მოჯირითე ხარ, არამედ იმიტომ, რომ კლაუდია გიყვარს და კლაუდიასაც უყვარხარ. ვფიქრობ, შენი ნამდვილი ხერხემალი სიყვარულია.
– მსგავსი რამ ჩემთვის არავის უთქვამს
– ადამიანები არც არაფერს ეუბნებიან ერთმანეთს, ისინი მხოლოდ ყბედობენ.

14. “სიყვარული უნდა დამეზოგა იმ ადამიანებისთვისაც, სიყვარული საერთოდ რომ არ ღირსებიათ.”

15. სიცილი გადარჩენის უებარი საშუალებაა.”

16. – დედი, ნუთუ არ გესმის, რომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. უნდა მოვასწროთ და ადამიანებს ვუთხრათ, რომ გვიყვარს. ყველა მათგანი ხომ გარდაიცვლება, ასე არ არის?

17. რომ არ მჯეროდეს, რომ ცხოვრება ხანგრძლივი, სამართლიანი და ბედნიერი უნდა იყოს, მაშინ ის ძალიან ადვილი იქნებოდა…”

18. -,,არა, ასაკთან ერთად, ჩვენ კი არ ვიცვლებით, სამყარო იცვლება ჩეენს ირგვლივ. ადამიანები სულ უფრო და უფრო სწრაფად გარბიან სადღაც, ტუჩები სულ უფრო და უფრო ხმადაბლა ბუტბუტებენ, ზამთარი სულ უფრო და უფრო ცივია, ხოლო ზაფხულის სიცხე გაუსაძლისი. კიბის საფეხურები ნელ-ნელა მაღლდება, წიგნებსაც რატომღაც სულ უფრო წვრილი ასოებით წერენ, წვნიანს მუდამ მარილი აკლია, სიყვარულს კი ძველებური გემო. მთელმა სამყარომ შენს წინააღმდეგ პირი შეკრა! არა, ანა, ჩვენ არ ვიცვლებით. იცი, უბედურება რაშია?! როცა ახალგაზრდა ხარ, ზუსტად მაშინ წამოგადგება თავზე სიბერე.”

19. “სიცოცხლე მეტად უცნაური ძღვენია. თავიდან გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას და გვგონია, რომ მარადიულ საკუთრებად გვეძლევა. შემდეგ რატომღაც სათანადოდ ვეღარ ვაფასებთ. ვთვლით, რომ ცხოვრება მუხანათი და მეტისმეტად ხანმოკლეა. ლამის მზად ვართ ზურგი ვაქციოთ. ბოლო ვხვდებით, რომ სიცოცხლე საჩუქარი სულაც არ ყოფილა, პირიქით, მოვალეობაა და აი, მაშინ ვიწყებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ იგი. ”

20. “ქალები ბევრად უფრო დამაჯერებლად და გულწრფელად საუბრობენ. მათი ბაგეები პირდაპირ გულთანაა მიბმული; სიტყვები, მათ ბაგეთ რომ სწყდება, პირდაპირ გულის სიღრმიდა იღვრება.”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: