მთავარი ურთიერთობები 9 ხერხი რათა უფრო მაღალი გამოვჩნდეთ

9 ხერხი რათა უფრო მაღალი გამოვჩნდეთ

by guramus

ბევრი ადამიანი განიცდის სიმაღლის გამო დისკომფორტს. მაგრამ ნუ ღელავთ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე რჩვა, რის შემდეგაც შედარებით მაღალი გამოჩნდებით ვიდრე ახლა ხართ.
1.რა თქმა უნდა ქუსლიანი ფეხსაცმელი ზრდის ჩვენს სიმაღლეს, მაგრამ ვიზუალურად ეს ყოველთვის ასე არ ჩანს. სწორედ უნდა შეირჩეს ქუსლის სიმაღლე, ძალიან მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელი ხაზს გაუსვამს მოკლე ფიგურას, ამიტომ 7-8 სანტიმეტრი საუკეთესო სიმაღლეა ქუსლის.
მოვერიდოთ წინ შესაკვრიან ფეხსაცმელოს.
2.სწორად დგომა, არამარტო ხაზს უსვამს თქვენს ელეგანტურობას, არამედ ბევრად უფრო მაღალსაც გაჩენთ. ამიტომ ყოველთვის აკონტროლეთ, რომ გამართულად იდგეთ, მხრები გაშლილი და მკერდი გამოწეული გქონდეთ.
3.გრძელი კაბა- საუკეთესო საშუალება შევქმნათ ილლუზია “უფრო გრძელის”.
4.ფერთა სწორი შეხამება კიდევ ერთი სწორი გზა თუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი. მაქსიმალურად უდნა ეხამებოდეს ჩვენი ტანსაცმლის ფერი გარემოს ფერებს, ამასთანავე არ უნდა იყოს ფერებს შორის გადასვლა მკვეთრად გამოხატული.
5.აირჩიეთ V სახის ჭრილიანი ტანისამოსი.უარყავით ჰორიზონტალური ჭრილები.image
6. უარი თქვით დიდი ზომის ტანსაცმელზე.“ფართხუნა” სამოსი უფრო დაბალს და პატარას გამოგაჩენთ.
7.მნიშვნელოვანია თმის ვარცხნილობა და მაკიაჟიც. აწეული თმა ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია. რაც შეეხება მაკიაჟს ის ინდივიდუალურია.
8. შავი ფერის ტანსაცმელი გვაძლევს სიმაღლის ილლუზიას .ასევე მუქი სერი და სხვა შავში გარდამავალი ფერები.
9.ტანსაცმელი ვერტიკალური ზოლებით ასევე მოგვცემს სიმაღლის ილლუზიას, მაგრამ ერიდეთ ჰორიზონტალურ ზოლებს.