მთავარი საკითხავი დღის ლოცვა ბედნიერი და სულიერი აღზევებისთვის

დღის ლოცვა ბედნიერი და სულიერი აღზევებისთვის

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დილით, დალოცვილმა დავიწყოთ ყოველი დილა, ყველაფერი უფლის სახელით იწყება და მთავრდება. წარმატებული დღე მის გარეშე არ არსებობს. არაფერი არ არსებობს მისი შეწევნის გარეშე. ვილოცოთ გულწრფელად და უფალი მუდამ ჩვენს გვერდში იქნება. წარმატებულ დღეს გისურვებთ, უფალი გფარავდეთ.

კონდაკი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ზესთამბძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა შევსწირავთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.