მთავარი რჩევები რატომ უნდა მივირთვათ მარწყვი დიდი ოდენობით?

რატომ უნდა მივირთვათ მარწყვი დიდი ოდენობით?

by guramus

მარწყვი (ლათ. Fragaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი (Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი (Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.

  • მარწყვი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლძარღვების მუშაობას, რაც ჩვენს ორგანიზმს ეხმარება, იყოს მხნედ.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, აქრობს ანთებას და ანთებით პროცესებს საწყის ეტაპზე.
  • მასში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. ანტიოქსიდანტები იცავენ თვალს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
  • მარწყვი კვებას კანს და სხეულს ანიჭებს სიმსუბუქეს. იგი საერთოდაც არ არის კალორიული,  ამიტომაც ბევრი დიეტის შემადგენელი ნაწილია.
  • მარწყვის დიდი რაოდენობით ჭამისას, სხეული ჭარბშარდიანობას განიცდის, რაც ნიშნავს, რომ
  • კარგად მუშავდება საკვები და საჭირო ვიტამინებს ისე ვიღებთ, წონაზე ნაკლებად გვესახება.
  • არტერიული წნევის დროს მარწყვის ფოთლების ნახარში პრობლემის დასაძლევად უებარი წამალია.
  • და რაც ყველაზე მთავარია: თუ ალერგიული არ ხართ, ნებისმიერი ოდენობის მარწყვის ჭამა თავისუფლად ისე შეგიძლიათ, რომ საერთოდ არ იდარდოთ მის უკუჩვენებებზე.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: