მთავარი ასტროლოგია როგორ სამოსში მოეწონებით მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ სამოსში მოეწონებით მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

როგორ გგონიათ, ძლიერი სქესის წარმომადგენლები რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ პირველ პაემანზე იმას თუ როგორაა შემოსილი მათი ინტერესის ობიექტი. ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებსაც, როცა მამაკაცები მეორე ნახევარს მკაცრად უზღუდავენ რეგლამენტს ჩაცმა-დახურვის მხრივ. თუმცა, ეს უფრო ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობის დამადასტურებელია, ვიდრე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის თვისებები. თუმცა, მოდით, მაინც ვცადოთ გარკვევა, როგორი სამოსით შეიძლება მოვაწონოთ თავი მამაკაცს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით… რა მოსწონს ძლიერ სქესს ქალის ვიზუალში და რა აღიზიანებს…


ვერძს
ქალური, ნაზი ქალები მოსწონს. ნუ წახვალთ მასთან პაემანზე ბიჭურად ჩაცმული, უმაკიაჟოდ და თმადაუვარცხნელი.

კუროს ე.წ. “ფორმიანი” ქალები იზიდავს, ამიტომ ნურც მადის გამომჟღავნებას მოერიდებით პაემანზე და ნურც საკუთარი მომრგვალებული ფორმების შეგრცხცხვებათ. მეტიც – ხაზი გაუსვით მკერდს და ლამაზ ყელს ღრმა დეკოლტეს მეშვეობით.

ტყუპს “თინეიჯერული ტიპის” ლამაზმანები იზიდავს. მაქსიმალური სისადავე აირჩიეთ მასთან პაემანზე. ჯინსი, კედები, ესპადრელები… თავზე – ჭილის შლაპა, ეს ყველაფერი ძალზე მომხიბვლელ იმიჯს შეგიქმნით ტყუპის თვალში.

კირჩხიბს სოლიდური და დედის ტიპის ქალები ხიბლავს, ამიტომ მასთან პაემანზე შეგიძლიათ მიხვიდეთ მკაცრჩარჩოიანი სათვალით და კლასიკური სამოსით.

ლომს გვერდით დედოფალი სჭირდება, თუმცა ვულგარულობა დაუშვებელია. მისი მოხიბვლა შეგიძლიათ ლამაზი აქსესუარებით, სამოსით, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე და სექუინის აფექტებით გაწყობილ დეტალებს მოიცავს.

ქალწული თქვენ ჰიგიენურ ნორმებს დააკვირდება პირველ რიგში. შესაბამისად, კარგად გარეცხილ-გაუთოებული სამოსით გამოცხადდით მასთან შეხვედრაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა ძვირად ღირებული “ბრენდი” გეცვათ, მის სიმპათიას ვერ დაიმსახურებთ.

სასწორი ვიზუალური ეფექტების მონაა. მას მოსწონს გამოკვეთილად ნაზი და ქალური, ჰაეროვანი და ფერადი ქალი. ჩაიცვით პასტელის ტონალობის სამოსი, ბევრი მაქმანით და ლამაზ-ლამაზი პატარა დეტალებით გაფორმებული.

მორიელს ბრუტალურად სექსუალური, არცთუ მაინცდამაინც ნაზი და სათუთი ქალი მოეწონება. გამოეწყეთ ზომიერად სექსუალურ სამოსში. აუცილებლად გამოიყენეთ მკვეთრი ფერის (წითელი ან ბორდოსფერი) პომადა, მკვეთრი მაკიაჟი და პიკანტური, მძაფრი არომატის სუნამო.

მშვილდოსანი უბრალო და ხალისიან გოგოებს აფასებს. მასთან პაემანზე დახეული ჯინსით, ე.წ. “ბომჟურად” ჩაცმულსაც შეგიძლიათ მისვლა. იგი აფასებს თქვენში სპონტანურობას.

თხის რქას მოწესრიგებული, ვიზუალურად დახვეწილი ქალი მიიზიდავს, თუმცა მკვეთრი ფერის ლაქს, პომადას და მძაფრ სუნამოს დაემშვიდობეთ. ნებისმიერი რამ, რაც “ნორმიდან გადახვევად” მოეჩვენება თხის რქას დააფრთხობს. ჩაიცვით სადად, კლასიკურად და გემოვნებით.

მერწყულთან სრული სვლით შეგიძლიათ გამოხატოთ კრეატივი და ორიგინალურობა. რაც უფრო არაორდინალურ სამოსში გნახავთ, მით უფრო მეტად დააფასებს ის თქვენს ინდივიდუალიზმს. შეგიძლითა საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულებითაც კი მოიწონოთ მასთან თავი.

თევზი მამაკაცი ზომიერად სექსუალურ, თუმცა გარეგნულად ქალურ და დახვეწილ ქალს “ემონება”, ამიტომ მასთან პაემანზე ღრმა დეკოლტე ან ღია ზურგის მქონე ტოპი დიდი კოზირი იქნება თქვენთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: