მთავარი რჩევები სამი პროფესია, რომელიც საშინლად მოქმედებს ქალის ჯანმრთლობაზე

სამი პროფესია, რომელიც საშინლად მოქმედებს ქალის ჯანმრთლობაზე

by guramus

სპეციალისტებმა დაასახელეს ქალის 3 ყველაზე მავნე პროფესია, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს.
პირველ ადგილზეა მასწავლებელი. ამ დროს, პირველ რიგში, ზიანდება ხმის იოგები, ხოლო პედაგოგების ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ანგინა ითვლება.

მეორეზეა მაღაზიის კონსულტანტი. მათ მთელი დღე უწევთ ფეხზე დგომა, საღამოსთვის კი ფეხები შუპდება და ჩნდება სიმძიმის შეგრძნება. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლ;ის და შედეგად, შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა სერიოზულმა დაავადებამ, როგორიც არის ვარიკოზი. როცა მთელი დღე ფეხზე დგახარ, კუთები იჭიმება და ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. თავდაპირველად ფეხებზე ჩნდება ცელულიტი და ლურჯი ,,ბადე”, რასაც შემდეგ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებამდე მივყავართ.

მესამე ადგილს საშიშ პროფესიებში იკავებს ბორტგამცილებელი. მათ ყველაზე მეტი პრობლემა უჩნდებათ ფეხმძიმობის დროს. ექიმები ორსულობის პირველ ტრიმესტრში თვითმფრინავით მგზავრობას ქალებს არ ურჩევენ, ბორტგამცილებლებს კი გამუდმებით უწევთ ფრენა. ამ გადატვირთული გრაფიკის გამო მათი ორსულობა მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.