7 სახის სიყვარული, რომელიც ყველამ უნდა გამოსცადოს

by guramus

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისვისაც სიყვარული, როგორც ასეთი, ნაცნობი არ არის. არა აქვს მნიშვნელობა რა სახის სიყვარული იქნება ეს – რომანტიკული, მშობლის, შვილის თუ ა.შ.

ნათქვამია, სიყვარული არის ის, რაც პლანეტას ამოძრავებს, რისკენაც ვილტვით და რისთვისაც ვიბრძვითო. მიუხედავად ამისა, ამ გრძნობის სრულფასოვანი განმარტება ჯერ ვერავინ შეძლო.

მოდით, ამჯერად თავი დავანებოთ მისი განმარტების ძებნას და შევეცადოთ გამოვყოთ სიყვარულის ის ძირითადი ტიპები, რომლებსაც ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე განიცდის.

1. ბრმა გატაცება

ბრმა გატაცება, ფანტაზიასა და იდეალიზებაზეა დაფუძნებული. მას ადგილი აქვს მანამ, სანამ ორი ადამიანი კარგად გაიცნობს ერთმანეთს: ერთმანეთის შესახებ ბევრი არაფერი იციან და საკუთარი ფანტაზიით მიაწერენ პარტნიორს იმ თვისებებს, რისი დანახვაც მასში სურთ. კარგად გაცნობის შემდეგ კი, როგორც წესი, ასეთი გრძნობა ქრება.

2. ეროსი

ეს არის ბერძნული სახელწოდება, რაც გულისხმობს სექსუალური მიზიდულობის შემცველ სიყვარულს. ერო-სიყვარულ, როგორც წესი, ძალიან ინტენსიური და ვნებიანია. იგი უფრო შეყვარებულობის პირველ სტადიას ახასიათებს. თუმცა მისი “ნაკლი” ის არის, რომ მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვაზეა დამყარებული.

3. უხეში სიყვარული

ამ ტერმინით იხსენიებენ სიყვარულს, რომლის დროსაც ერთ-ერთი მხარე გარკვეულ საზღვრებს, შეზღუდვებს აწესებს მეორესთვის. ამან ორ ადამიანს შორის დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი საზღვრების დაწესება ერთგვარი ზრუნვის გამოვლენაც შეიძლება იყოს. ამ სახის გრძნობა ხშირია მშობლებში, რომლებიც შვილებს, მათივე დაცვის მიზნით, შეზღუდვებს უწესებენ.

4. დედობრივი/მამობრივი სიყვარული

ამ ტიპის სიყვარულის აღწერაზე აღარ შევჩერდებით, რადგან, ვფიქრობ იგი ყველასთვის ნაცნობია.

5. უანგარო სიყვარული

ეს არის ძალიან წრფელი, სუფთა და უცოდველი სიყვარული უცნობი, ან ნაკლებად ცნობილი ადამიანის მიმართ. ამგვარ გრძნობას ძირითადად ბავშვები განიცდიან და შემდეგ მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ.

6. რომანტიული სიყვარული

სიყვარულის ყველაზე გავრცელებული სახე, რაც ბევრ ჩვენგანს განუცდია. ეს არის გრძნობა, რომელიც შეიცავს ვნებასაც და ერთმანეთის პატივისცემასაც. ამგვარ სიყვარულს ადამიანი, როგორც წესი საშუალო ასაკში ეძებს.

7. საკუთარი თავის სიყვარული

საკუთარი თავის სიყვარული არის ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც თქვენივე თავის მიმართ გაგაჩნიათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობა, რომელსაც ადამიანი ყოველთვის უნდა განიცდიდეს, რადგან სანამ რომელიმე სხვა ტიპის სიყვარულის განცდის საშუალება გექნებათ, მანამდე საკუთარი თავის შეყვარება უნდა შეძლოთ.

0

ასევე დაგაინტერესებთ