ერიხ რემარკის ღრმა და საოცრად გულწრფელი ციტატები…

by guramus

ერიხ რემარკის ღრმა და საოცრად გულწრფელი ციტატები…

1. ბედნიერებაზე შეიძლება ისაუბრო არაუმეტეს 5 წუთისა. ამ დროს ვერაფერს იტყვი იმის გარდა, რომ შენ ბედნიერი ხარ. ხოლო უბედურებაზე ადამიანები ყვებიან მთელი ღამეები.

2. რაც არ უნდა შეგემთხვეთ – არაფერი მიიტანოთ გულთან ახლოს. სამყაროში დიდი ხნით მნიშვნელოვანი ძალიან ცოტა რამეა.

3. შესაძლოა მხოლოდ იმიტომ იწყება ომები, რომ ერთს არ შეუძლია ბოლომდე შეიგრძნოს როგორ იტანჯება მეორე.

4. არანაირი მშვიდობა არ ღირს არაფრად, თუ ის არ არის გულში.

5. მე ვფიქრობდი, რომ სიყვარული ისეთი სასწაულია, რის გამოც ორი ადამიანი უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე ერთი – როგორც აეროპლანის ფრთები.

6. შეცდომაა იმის დაშვება, თითქოს ყველა ადამიანს შეგრძნების ერთნაირი უნარი აქვს.

7. ერთად ყოფნის ბედნიერებას განიცდის მხოლოდ ის, ვინც დიდი ხნის მანძილზე მარტო დარჩენილა.

8. ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება ისეთი უცხო, ვიდრე ის, ვინც ადრე გიყვარდა.

9. არასოდეს ითხოვო პატიება. არაფერი თქვა. გააგზავნე ყვავილები. წერილის გარეშე. მხოლოდ ყვავილები. ისინი ფარავენ ყველაფერს. საფლავსაც კი.

10. მე ვფიქრობ ქალი არ უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს რომ უყვარს. ამის შესხებ მისი გაბრწყინებული, ბედნიერი თვალები უნდა საუბრობდნენ. ისინი ყველა სიტყვებზე უფრო ხატოვანია.

11. სიყვარული ვერ იტანს ახსნა-განმარტებებს. მას სჭირდება ქცევები.

12. რა საცოდავი ხდება ნებისმიერი ჭეშმარიტება, როცა იწყებ მათ ხმამაღლა წარმოთქმას.

13. ყველაფერი, რისი მოგვარებაც შესაძლებელია ფულით, ჯდება იაფი.

14. ქალი ან უნდა შეიყვარო, ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი არის სიცრუე.

15. ყველაზე დიდი სიძულვილი ჩნდება მათ მიმართ, ვინც შეძლო გულში ჩაწვდომა, ხოლო შემდეგ სულში ჩაფურთხება.

16. არსად არაფერი არ ელის ადამიანს. ყველგან ყოველთვის თავად უნდა მიიტანოთ ყველაფერი.

17. მე მის გვერდით ვიდექი, ვუსმენდი მას, ვიცინოდი და ვფიქრობდი, რა საშიშია გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი.

18. ამბობენ, რთულია პირველი 70 წელი ცხოვრება, ხოლო შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.

19. ფულს არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს.

20. ის, რისი დაუფლებაც არ შეგიძლია, ყოველთვის იმაზე უკეთესი ჩანს, რაც გაგაჩნია. ამაშია რომანტიკა და ადამიანური ცხოვრების იდიოტიზმი.

0

ასევე დაგაინტერესებთ