მთავარი ურთიერთობები მიზეზები, რომლებიც გვახვედრებს, რომ ურთიერთობა სრულდება

მიზეზები, რომლებიც გვახვედრებს, რომ ურთიერთობა სრულდება

by guramus
  • აღარ უსმენთ ან უსმენთ, მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით: საუბარი ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მის გარეშე ინფორმაციის მიღება-გაცვლის შესაძლებლობა იკარგება, რაც ნიშნავს, რომ უბრალოდ აზრი აღარც აქვს არსებულს. თუ თქვენ აღარ გაინტერესებთ, რას ფიქრობს თვენი პარტნიორი, როგორ გიყვებათ მის გეგმებზე ან გასულ დღეზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მისდამი ინტერესი განელდა ან უარეს შემთხვევაში, საერთოდ გაქრა.
  • არ კითხულობთ სადაა, ვისთანაა, რატომაა და  რას აკეთებს: სიყვარული ყოველთვის აჩენს ინტერესს და უამრავ კითხვას. თუ თქვენთვის უკვე სულერთია სადაა და რას აკეთებს, აღარც მობილურს ამოწმებთ მისი მონაწერის ან ზარის მოლოდინში, ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორისადმი ინტერესი აღარ არსებობს.
  • არ ცდილობთ თავისუფალი დრო გამოყოთ: თუ ურთიერთობის დასაწყისში გსურდათ სულ მასთან ყოფილიყავით, თავისუფალი დრო მაქსიმალურად მისთვის დაგეთმოთ, ერთად გევლოთ ყველგან, ახლა კი უბრალოდ გირჩევიათ კარგი წიგნი წაიკითხოთ ან დაიძინოთ, კითხეთ საკუთარ თავს, ღირს ამგვარი ურთიერთობის გაგრძელება?

 

  • გაღიზიანებთ: მისი ნათქვამი სიტყვები გაღიზიანებთ, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს? და რატომ გაღიზიანებთ, გაქვთ რაიმე საფუძველი?
  • როდესაც მისი პრობლემები სულერთია: თუ მისი გასაჭირი ძველებურად აღარ გედარდებათ და თავად თქვენი პარტნიორიც აღარ გიყვებათ რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ნდობის ფაქტორი კლებულობს.
  • როდესაც აღარ საუბრობთ სამომავლო გეგმებზე:  ლოგიკურია, რომ  წყვილი საუბრობს სამომავლო გეგმებზე. ყველას სურს ბედნიერი და ჯანსაღი მომავლის მოწყობა. თუ ურთიერთობის დასაწყისში თქვენ ხშირად საუბრობდით რას გააკეთებდით ერთად,  ახლა კი ამ თემაზე საუბარი მხოლოდ მოვალეობაა, ჩათვალეთ, რომ ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება.
  • როდესაც მალავთ ურთიერთობას: როცა აღარ გსურთ  გარშემო იცოდნენ, რომ თქვენ კიდევ იმყოფებით ურთიერთობაში, თქვენი პარტნიორის სახელის თქმა ძველებურად აღარ გსიამოვნებთ და საერთოდაც, მიხვდით, რომ უბრალოდ დაიღალეთ, ნიშნავს, რომ ურთიერთობა დაასრულოთ.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

3 ნიშანი იმისა, რომ არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით

7 ქალური თვისება, რომლებზეც მამაკაცები ჭკუას კარგავენ

6 ხერხი – როგორ ამოვიცნოთ მამაკაცი, რომელიც ლოგინში ნებისმიერ ქალს გააგიჟებს