მთავარი ურთიერთობები როგორ გავიცნოთ ოცნების მამაკაცი ანუ წესები სწორი “ნადირობისთვის”

როგორ გავიცნოთ ოცნების მამაკაცი ანუ წესები სწორი “ნადირობისთვის”

by guramus

როგორ გავიცნოთ ნორმალური მამაკაცი? ეს სრულებით შესაძლებელია, მხოლოდ საჭიროა რამოდენიმე წესის გათვალისწინება.

წესი 1. ყველაზე მთავარი წესი – გიყვარდეს საკუთარი თავი! თუ ეძებ საინტერესო და თავდაჯერებულ მამაკაცს – თვითონ გახდი ასეთი. ადამიანი რომელსაც უყვარს თავისი თავი შეძლებს გადასდოს სიყვარული სხვასაც.
არაფერია იმაზე მიმზიდველი ვიდრე საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი. მაგრამ საიდან მოვა თავდაჯერებულობა თუ მუდამ დაკომპლექსებული, განერვიულებული ხარ სხვადასხვა მიზეზის გამო თუ მათ გარეშე?! გადახედე გარდერობს და განაახლე ის. იყიდე ის რაც დიდი ხანია გსურს. გაინებივრე თავი.
ძილის წინ იფიქრე მხოლოდ კარგზე, ნუ გადაყვები ნეგატიურს. რაც მოხდა – წარსულში დარჩა და ვეღარ შეცვლი. მუდამ წარსულთან დაბრუნებით კი დიდი შანსია ისევ უსიამოვნებებში გაეხვე.

წესი 2. აქტიურად იურთიერთე. გამორთე კომპიუტერი/ტელევიზორი და გადი გარეთ, წადი გასართობად, სხვადასხვა თავყრილობებზე: კონცერტზე, თეატრში, კინოში… მთავარია ჩამოაყალიბო ნაცნობების ფართო წრე. ამიტომ ნუ შეგრცხვება, ისწავლე ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. როდესაც შეხვდები მას, ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგადგება.

წესი 3. გამოიჩინე ინიციატივა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მამაკაცების 95%-ს მოსწონს როცა ქალი პირველი იწყებს მოქმედებას (მოქმედებას და არა თავზე მოხვევას). მამაკაცების 71% სიამოვნებით გამოეხმაურებოდა ქალის ინიციატივით პაემანზე დაპატიჟებას. თუ მოგეწონა მამაკაცი მიდი და გამოელაპარაკე, დაუსვი რაიმე მარტივი შეკითხვა, რომელზეც მხოლოდ “კი”/”არა”-ს ვერ გიპასუხებს (ვარიანტები შეგიძლია სახლში მოიფიქრო), ან სთხოვე რამეში დაგეხმაროს. მისი პასუხით ან რეაქციით დახმარების თხოვნაზე შეძლებ განსაზღვრო მისი დამოკიდებულება შენ მიმართ და სიტუაციის მიხედვით იმოქმედო.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: