მთავარი საკითხავი ჯიმ მორისონის გენიალური ფრაზები

ჯიმ მორისონის გენიალური ფრაზები

by guramus

ჯიმ მორისონის გენიალური ფრაზები

,,გიყვარდეს… გიყვარდეს გიჟურად, გიყვარდეს იმაზე მეტად ვიდრე შეგიძლია და თუ გეტყვიან რომ ეს ცოდვაა, შეიყვარე შენი ცოდვა და უცოდველი გახდები.”

,, მიყვარს მოზარდები იმიტომ რომ ყველაფერს რასაც აკეთებენ, აკეთებენ პირველად.”

,, მე ცხოვრების დასამორჩილებლად ვცხოვრობ და არა იმისთვის, რომ მისი მონა ვიყო.”

,, ოცნებები ვარსკვლავებივით არიან, საკმარისია მაღლა აიხედო და ისევ იქ იპოვი.”

,, არ დაუჯერო მას, ვინც გეუბნება ,, მიყვარხარ” – იმას დაუჯერე, ვინც თვალებში გიყურებს და ჩუმადაა.”

,, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი იმ ადამიანის ვერ-დახმარებაა, რომელიც მიყვარს.”

,, სიმარტოვე ისაა, როცა ქარს უსმენ და მის ნაამბობს ვერავის უყვები.”

,,არასოდეს არ დანებდე – მაშინ როცა შენ ყველაფერი დამთავრებული გგონია, სინამდვილეში ახალი რამ იწყება.”

,, ერთხელ ერთი ბრმა ბავშვი შემხვდა… მთხოვა მისთვის ზღვა აღმეწერა. მე მას ის აღვუწერე. მერე მთხოვა სამყაროს შესახებ მომეყოლა … მე მას ის ტირილით გამოვუგონე.”

,, თუ ნარკომანი ხარ შენი მესმის – სამყარო საზიზღარია, მაგრამ თუ არ იკეთებ – გაღმერთებ, იმიტომ რომ უნარი შეგწევს მას ებრძოლო.”

,, არ მინდოდა დავბადებულიყავი და დავიბადე … არ მინდოდა მეცხოვრა და ვცხოვრობ, მაგრამ როცა მოვკვდები სამოთხეში წავალ, იმიტომ რომ ჯოჯოხეთს უკვე ახლა გავდივარ.”

,, ერთ დღეს, ომიც კი მოიხრის ქედს გიტარის ხმაზე.”

,, ვინც საკუთარ ოცნებებზე უარს ამბობს, სასიკვდილოდაა განწირული.”

,, თუ კაცის მოკვლა გინდა, მას ყველაზე ლამაზი ოცნება უნდა წაართვა.”

,, არ არსებობს იმდენად გრძელი ღამე, რომ მეორე დღეს მზე ვეღარ ამოვიდეს.”

,, უთხარი შენს თავს შენი ყველაზე ღრმა შიშების შესახებ. ასე შიშს ძალაუფლება აღარ ექნება, ხოლო თავისუფლების შიში გაქრობის პირას მივა – შენ თავისუფალი იქნები.”

,,როცა ხალხი მეკითხება რას ნიშნავს სიყვარული, მისი გახსენების შიშით თვალებს ძირს ვხრი.”

,, ამ სამყაროში ისე გვისროლეს როგორც ძაღლები ძვლის გარეშე.”

,, ამბობენ რომ შეცდომებზე სწავლობ … ჰოდა, მაცადეთ რომ შემეშალოს.”

,,შინაგანი თავისუფლება ერთადერთი რამაა, რისთვისაც ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც.”

,, იმისთვის რომ თავი ვინმედ იგრძნო – საკუთარ თავად უნდა იგრძნო იგი.”

,, მთელი ცხოვრების წასაშლელად ერთი წამია საჭირო, ზოგი წამის წასაშლელად მთელი ცხოვრება.”

,, თუ პრობლემა არ არსებობს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? ყოველი ნათქვამი სიტყვა ნიშნავს – საკუთრივ მას, მის საწინააღმდეგოს და ყველაფერ დანარჩენს. ცოცხალი ვარ -ვკვდები.”

,, ნარკოტიკის ყიდვა ფანტასტიკურ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ყიდვასავითაა. ოღონდ როცა მას ყიდულობ სიცოცხლეს იხდი.

,, ხანდახან მომწონს როკ’ ნ როლზე ისე ვიფიქრო, როგორც ბერძნული ტრაგედიის საწყისზე. წარმოვიდგენ მორწმუნეების პატარა ჯგუფს, რომლებიც პატარა სივრცეში ცეკვავდნენ და მღეროდნენ. შემდეგ ერთ დღეს ბრბოდან შეპყრობილი კაცი გამოვიდა და ღმერთის მიბაძვა დაიწყო …”

,, როგორც შეგიძლია ისე იცხოვრე, იმიტომ რომ, როგორც გინდა – არ შეგიძლია!”

,, გაათავისუფლეთ სიყვარული და სამუდამოდ გათავისუფლდებით.”

,, თუ იდეა გაქვს, პატივი ეცი მას. არა იმიტომ რომ იდეაა, არამედ იმიტომ რომ შენია.”

,,მინდა მთვრალი მოვკვდე, იმისთვის რომ ჯოჯოხეთის კარებთან გული ამერიოს.”

,, როდესაც გაიღვიძებ და მზეს ვეღარ ხედავ – ან მკვდარი ხარ, ან შენ თავად ხარ მზე.”

,,ბედნიერია ის ვისაც ასასრულებელი ოცნებები არა აქვს… მას იმედი არასოდეს გაუცრუვდება.”

,,შეძლებენ, რომ ფრთები მოგაჭრან, მაგრამ ვერ შეძლებენ – ფრენა შეგაწყვეტინონ.”

,, ადამიანები სჯერათ რომ თავისუფალნი არიან, მაგრამ არა აქვთ თავისუფლება ამის დასაჯერებლად.”

,, ღიმილის მნიშვნელობას მაშინ გაიგებ, როცა აღარ გაგიღიმებენ.”

,, არ უღალატო მას ვინც გიღიმის, შესაძლოა გულში სიკვდილი ჰქონდეს და მაინც შეძლოს შენთვის ცოტა სიცოცხლის ჩუქება.”

,,ნამდვილი მეგობარი ის კი არ არის ვინც ცრემლებს გიშრობს, არამედ ის ვინც მათი დადენის საშუალებას არ გაძლევს.”

,, მაპატიე ღმერთო, იმიტომ რომ ვიცი რასაც ვიქმ….”

,, საუკეთესო რამ, რაც ადამიანმა შეიძლება თავისი გაიღოს, სისხლის მერე – ცრემლია.”

,, არ არსებობს იმაზე უარესი ნოსტალგია , ვიდრე იმაზე დარდია რაც არასოდეს მომხდარა.”

,, ჩემი საუკეთესო მეგობარი სარკეა, როცა მე ვტირი ის არასოდეს იცინის.”

,,ჩემი ცხოვრება იწყება შემდეგი აკრძალვით – აკრძალულია აკრძალვა.”

,,დააკვირდი პატარა საგნებს – ერთ დღესაც მოიხედავ და მათ სიდიდეს დაინახავ.”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: