მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს არ უმართლებთ სიყვარულში

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს არ უმართლებთ სიყვარულში

by guramus

ასტროლოგები თვლიან, რომ არ არსებობს აბსოლუტურად უიღბლო ან უბედური ადამიანი. თავად ასტროლოგიის ცოდნაც თავისუფალი არჩევანის თემას აღიარებს და რეალურად, ჩვენი ბედი დიდწილად ჩვენსავე ხელთაა. ყველაფერი კი ჩვენს გაცნობიერებულ არჩევანს ეფუძნება. ამიტომ გამუდმებით ზოდიაქოს ნიშანზე ან ვარსკვლავებზე საკუთარი უიღბლობის გადაბრალებას აზრი არ აქვს. თუმცა არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქალები, რომელთაც ხშირად ცხოვრების პირველ ნახევარში მაინც არ უმართლებთ ხოლმე სიყვარულში. ეს ყველაფერი კი მათი ზოდიაქოს ნიშნის მმართველ პლანეტას და შესაბამისად, არცთუ “ფემინურ” ხასიათს უნდა დავაბრალოთ, რაც თავისთავად აშინებთ ხოლმე მამაკაცებს…

ლომი – ამაყი, თავმოყვარე და ამბიციური ქალია. თუ მისი გულის მოგებას შეძლებთ – რაც საკმაოდ რთულია, ამ ქალის სახით საიმედო მეგობარს და თანამოაზრეს შეიძენთ. თუმცა, თუკი ქალი ლომის იმედები ვერ გაამართლეთ, ან უფრო უარესი, იგი მოკლევადინ გასართობად წარმოგიდგენიათ, მერწმუნეთ, ინანებთ ამას, თანაც არაერთგზის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები დედოფლური ხასიათით გამოირჩევიან და ყოველთვის ახერხებენ თავის წინ დააჩოქონ სასურველი მამაკაცი. თუმცა ძალზე ხშირად უწევთ საკუთარი რომანების კრახით დასრულება, ზუსტად ამ დედოფლური და ამაყი ხასიათის გამო. მამაკაცებს ხშირად აშინებთ ლომი ქალის სიძლიერე.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე