მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ყველაზე ყურადღებიანი და გულისხმიერი ნიშნები

ზოდიაქოს ყველაზე ყურადღებიანი და გულისხმიერი ნიშნები

by guramus

სასწორი – პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორის ნიშნის მმართველად ითვლება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ანიჭებს დიპლომატიის უნარს, სირბილეს, გალანტურობასა და ტაქტიანობას.

სასწორი კარგი თანამოსაუბრე და იდეალური კომპანიონია ნებისმიერ საქმეში.

იგი რბილი და მოზომილია, იშვიათად გაგაკრიტიკებთ ხოლმე ნაკლის გამო.

თუმცა შეუძლია ასევე შენიშვნა კორექტულ ფორმებში მოგცეთ, ისე, რომ ამით თქვენი თავმოყვარეობა არ დააზარალოს.

იგი უბოროტო, მშვიდი და არაკონფლიქტური ნიშანია. თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ იმდენად გაურბის ჩხუბსა და აგრესიას, რომ ხშირად თავად ზარალდება ამით და ბევრის თვალში, მშიშარას იარლიყსაც იწებებს. რაც რეალურად სულაც არ გახლავთ ასე.

თევზები – პლანეტა ნეპტუნისა და იუპიტერის გავლენა, რომელთა ტანდემიც თევზების ზოდიაქოს მართავს ამ ადამიანებში აყალიბებს ისეთ თვისებებს როგორიცაა მოსმენის, თანაგრძნობის ნიჭი, თანამოსაუბრის ინტუიციურად გაგების უნარი.

მოვლენების მასშტაბურად და ფილოსოფიურად ხედვის თვისება.

ამიტომ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები საუკეთესო მეგობრებად და მესაიდუმლეებად ითვლებიან ყოველთვის.

ადამიანებს, რომლებიც ამ ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, ახასიათებთ თავგანწირულობა ნებისმიერ ურთიერთობაში, იქნება ეს პირადი ცხოვრება თუ მეგობრობა. ამიტომ მათი მხრიდან ღალატის ფაქტები ძალზე იშვიათი და მცირეა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: