მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ყველაზე “კაკულია” ნიშნები – რომელ ნიშნებს აქვთ მომავლის ხედვის უნარი?

ზოდიაქოს ყველაზე “კაკულია” ნიშნები – რომელ ნიშნებს აქვთ მომავლის ხედვის უნარი?

by guramus

ადამიანების რაღაც ნაწილს მაინც უდავოდ სჯერა ბედისწერის. ზოგი ამას უბრალოდ დამთხვევას ეძახის, ზოგი კოსმოსის ნიშანს, ზოგს კი აბსოლუტური ზღაპარი ჰგონია ფენომენი, რომელსაც სახელად ინტუიცია ეწოდება.

ოდითგანვე მიჩნეული იყო, რომ ქალები უფრო ძლიერი სენსიტიურობით გამოირჩეოდნენ, მათ გააჩნდათ ე.წ. “მეექვსე გრძნობა” და მომავლის ემოციურად აღქმის უარი.

თუმცა საიმისოდ, რომ ადამიანში წინასწარხედვის ნიჭი განვითარებული იყოს, სულაც არ არის ამისთვის საჭირო, რომ ეს უკანასკნელი აუცილებლად მიეკუთვნებოდეს სუსტ სქესს.

ინტუიციური შესაძლებლობებით ნებისმიერი ჩვენგანი ჯილდოვდება, თუკი მას ამაში შესაბამისი ზოდიაქოს ნიშანიც უწყობს ხელს.

თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ე.წ. “ქალური ენერგეტიკის” ნიშნები სჭარბობენ ყველაზე ინტუიციურთა შორის.

კირჩხიბი – მმართველი პლანეტა მთვარის დამსახურებით, რომელიც ემოციების ჭეშმარიტი საბადოა კირჩხიბების უმეტესობას გააჩნია უდიდესი ინტუიცია.

ზოგიერთი მათგანი ამას სიზმრების სახით ააქტიურებს, ზოგს კი უბრალოდ მთვარის ფაზები ეხმარება მომავლის გამოცნობაში. კირჩხიბის ინტუიცია ხშირად ხასიათის ცვლაში ვლინდება.

ამიტომ თუ უცებ მოგეჩვენათ, რომ თქვენი ნაცნობი კიბორჩხალა ცუდ ხასიათზეა, იცოდეთ, მას გული რაღაც უსიამოვნო მოვლენის წინაპირობას უგრძნობს.

კირჩხიბები ხშირად ვერ ხსნიან, რატომ დგებიან ცუდ ხასიათზე, სამაგიეროდ, ზუსტად გრძნობენ, რომ მალე განსაცდელი მოდის და ასეთ დროს პანიკის შეტევა უძლიერდებათ.

მორიელი – მისი ინტუიცია კირჩხიბისგან განსხვავებით ხშირად აბსოლუტურად ზუსტად და ხელშესახებად მუშაობს.

მორიელი წინასწარ ჭვრეტის დიდოსტატია. შესაბამისად, არასოდე ცდება ადამიანების შეფასებაში და მუდამ ზუსტად აფასებს მოსალოდნელ რისკებს, ამა თუ იმ სიტუაციის მიმდინარეობისას.

თუმცა, ხშირად ჰყვება ცდუნებას და რისკავს, ბედისწერის რინგზე გამოწვევა მორიელის საყვარელი საქმეა, მაშინაც კი როცა იცის, რომ ყველაფერი არცთუ სახარბიელოდ დასრულდება იგი აუცილებლად შეეჭიდება სიძნელეებს.

მერწყული – მისი ინტუიცია აბსოლუტურად განსხვავდება მორიელისა და კირჩხიბის წინასწარ ხედვის ნიჭისგან. მერწყულს ურანი მართავს, პლანეტა, რომელიც მომავლის სიხშირეს და ინოვაციებს განასახიერებს.

შესაბამისად, მერწყულების დიდი ნაწილი ფლობს არა უშუალოდ ინტუიციას, არამედ მომავალში “ჩახედვის” გასაოცარ უნარს, რომელიც პერიოდული გამონათებებით, მომავლის კადრების ხილვით ან მოსალოდნელი ამბების უაზროდ, ანგარიშმიუცემლად გაჟღერებით ვლინდება.

მერწყული არ განიცდის ემოციურ დონეზე ამა თუ იმ მოვლენის მოხდენამდე რაიმე ტიპის წინათგრძნობას. სამაგიეროდ, მას შეუძლია აბსოლუტურად მშვიდად გაახმოვანოს ხვალინდელი, ზეგინდელი ან სულაც მომდევნო თვეში მოსახდენი ამბები.