მთავარი ურთიერთობები 5 ფრაზა, რომელიც ბავშვს არასოდეს არ უნდა უთხრათ!

5 ფრაზა, რომელიც ბავშვს არასოდეს არ უნდა უთხრათ!

by guramus

ბავშვების სენსიტიური ხასიათი ყველასათვის კარგად ნაცნობი თემაა. სწორედ ამიტომ, მათ სწორად სჭირდებათ კონტროლი და საუბარი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვების ხასიათს მეტწილად მშობლების აღზრდა განაპირობებს.

  1. “არა” –  ნუ ეტყვით უარს და ეცადეთ, მაქსიმალური თავისუფლება მისცეთ. თუ მისი გადაწყვეტილება ვერ არის სრულფასოვანი, კატეგორიულ უარს და აკრძალვებს ნამდვილად სჯობს მშვიდი, გაწონასწორებული ტონით აუხსნათ, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რაც ჩაიფიქრა. ეცადეთ, სამომავლოდ მომხდარის ყველა შესაძლო ინტერპრეტაცია სწორად დაანახოთ.
  2. “არ გრცხვენია? – მშობლების უმეტესობას ავიწყდება, რომ ბავშვები ყველა უხეშ ფრაზაზე შესაბამისად რეაგირებენ, იმახსოვრებენ მათ და შემდეგ რაიმე სხვა ფორმით გამოხატავენ აგრესიას.
  3. “არ გაგაფრთხილე?” –  თუ ბავშვი გაჯიუტდა და მაინც გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სურდა, გაუთავებელი ყვირილი და ისტერიკა, შედეგს ვერ მოგიტანთ. ნუ ეცდებით მის დაჩაგვრას და არ უთხრათ: – “არ გაგაფრთხილე?”
  4. “იტყუები!” – ბავშვები ხშირად იტყუებიან, იგონებენ, თხზავენ, ფანტაზიორობენ. მოუსმინეთ, მაგრამ ნუ დაელაპარაკებით ნიშნისმოგებით.
  5. “გაიზრდები და მიხვდები!” – რა თქმა უნდა, გაიზრდება და მიხვდება, როცა ბევრ ცხოვრებისეულ საკითხს სხვა თვალით შეხედავს, იქამდე კი  ნუ ეცდებით უხეში ფრაზებით მათ დათრგუნვს.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: