მთავარი საკითხავი როგორ რეაგირებს ხალხი სხვის პრობლემაზე?

როგორ რეაგირებს ხალხი სხვის პრობლემაზე?

by guramus

უამრავი სოციალური ექსპერიმენტი არსებობს და შედეგები ერთმანეთს თითქმის არასოდეს ემთხვევა. ამჯერად ჩატარდა სოციალური ექსპერმენტი, სადაც მკვლევარებს აინტერესებდათ, როგორ მოახდენდა რეაგირებას ხალხი ლამაზ გოგონაზე და დაეხმარებოდა თუ არა მას კოსმეტიკის თანხის შეგოროვებაში. ექსპერიმენტის მეორე ნაწილში იგივე გოგონა შედარებით სადად არის ჩაცმული და ამჯერად აქვს ბანერი, სადაც წერია, რომ ფული საჭმლისთვის ესაჭიროება.

ხალხმა ვიზუალზე გადაიტანა აქცენტი და მეტად მიეხმარა იმ გოგონას, რომელსაც კოსმეტიკისთვის სჭირდებოდა ფული.

სოციალური ექსპერიმენტი გვახვედრებს, რომ ადამიანებისთვის ლამაზი ვიზუალი ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად, ერთი შეხედვით ვაფასებთ მოვლენებს, ამიტომაც, სულაც არ გვადარდებს სხვისი გასაჭირი.