მთავარი ასტროლოგია ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

by guramus

ნებისყოფასა და ბრძოლისუნარიანობაზე ადამიანის ხასიათში მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეიძლება მსჯელობა. ასტროლოგები თვლიან, რომ განსაკუთრებული სულის სიძლიერით სულ სამი ზოდიაქოს ნიშანია გამორჩეული:

სამეულს შორის ასტროლოგები მერწყულს მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნიშნად. იმიტომ რომ, ამ ნიშანს გააჩნია საკმარისი პრინციპულობა და სიჯიუტე დასახული მიზნების მისაღწევად. იგი ამბიციური და თავმოყვარეა. აქვს უნარი მანიპულაცია მოახდინოს სხვებზე.

კიდევ ერთ სულით ძლიერ ნიშნად ასტროლოგები მშვილდოსანს მოიაზრებენ. მათი აზრით, მხოლოდ მშვილდოსანს შეუძლია ცეცხლოვანი ენერგეტიკის სწორად და დაბალანსებულად მართვა. თანაც ისე, რომ მრისხანების მომენტშიც კი არ დაკარგოს ადამიანურობა და შეინარჩუნოს ღირსება.

დაბოლოს, ერთ-ერთი ძლიერი ნიშანია ასევე თევზები. საქმე იმაშია, რომ სამყაროს ილუზორული ხედვის უნარი და თვისება მუდმივად სჯეროდეთ სასწაულების, თევზებს აძლევს ძალას ნებისმიერი სირთულე გადააგორონ ცხოვრებაში. მათ აქვთ კარგი ადაპტაციის ნიჭი და ქუდბედიანობაც ახასიათებთ, მმართველი პლანეტა იუპიტერის გამო.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: