მთავარი ურთიერთობები რატომ ურჩევნიათ დაქორწინებულ მამაკაცებს, საყვარლად, გათხოვილი ქალები?

რატომ ურჩევნიათ დაქორწინებულ მამაკაცებს, საყვარლად, გათხოვილი ქალები?

by guramus

მოცემული ვარიანტი იმ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც მუდმივი პარტნიორი ჰყავს და უახლოეს მომავალში საკუთარ ცხოვრებაში რაიმე ცვლილებების შეტანას არ გეგმავს. დაქორწინებული მამაკაცი და დაქორწინებული ქალბატონი არიან საყვარლები, რომელბიც ერთმანეთისგან ზედმეტს არ მოითხოვენ. ისინი ერთმანეთს თავს არ აბეზრებენ და არც ილუზიებს იქმნიან.

რატომ ანიჭებენ დაქორწინებული მამაკაცები უპირატესობას დაქორწინებულ ქალბატონებს?

1. დაუქორწინებელ ქალბატონებთან მამაკაცებს უფრო მეტი პრობლემები ექმნებათ. დაქორწინებულები კი არ გაჰყვირიან, „მინდა ქმარი“ და არც სხვის ოჯახურ ცხოვრებაში ერევიან.

2. ისინი მსგავს ურთიერთობას შედარებით ცივი გონებით ეკიდებიან: მათ სექსუალური ურთიერთობა ხანგრძლივი დროის მანძილზე აქვთ ერთი და იმავე მამაკაცთან და ყოველ ღამე სხვა პარტნიორის ძებნას არ იწყებენ.

3. დაქორწინებული ქალბატონები საჩუქრებს ნაკლებად ითხოვენ. საჩუქრის მიღების შემთხვევაში მათ ხომ მეუღლის მოტყუება მოუწევთ?

4. ისინი მუდმივ შეხვედრებს არ ითხოვენ და საკუთარ საყვარელს მხოლოდ შესაძლო შემთხვევაში ხვდებიან.

5. დაქარწინებული ქალბატონი – ეს რაღაც ექსტრემის მსგავსია. იგი არ პასუხობს ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რადგან იცის თუ რითი შეიძლება დასრულდეს ეს ნაბიჯი.

6. დაქორწინებული ქალბატონები შედარებით ყურადღებიანები არიან.

7. მამაკაცებს დაქორწინებული საყვარლის მიტოვება უფრო უადვილდებათ. იგი სკანდალების მოწყობას არ დაიწყებს.

8. ასეთ ქალბატონებს შეუძლიათ სიჩუმის შენარჩუნება. ისინი საკუთარ საიდუმლოს მეგობრებსაც კი არ უმხელენ.

9. ისინი საკმაოდ დამოუკიდებელნი არიან და იციან, თუ რა სიამოვნებთ მამაკაცებს.

დაქორწინებული ქალბატონები ღალატს კარგად მალავენ…

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ქალებს, ვიდრე პირიქით. მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი რეალობასაა მოკლებული. თანამედროვე ცხოვრებაში მოღალატე ქალბატონები ისევე ბლომად არიან, როგორც მოღალატე მამაკაცები. უბრალოდ, სუსტი სქესის წარმომადგენლები უფრო კარგად მალავენ საკუთარ ღალატს.

ბრიტანელმა მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა და გამოარკვიეს, რომ ყოველი მეექვსე ქალბატონი ღალატობს საკუთარ მეუღლეს და თითქმის ყველა მათგანს შესწევს ძალა, კარგად დამალოს ეს ღალატი. ქალბატონები მეტად ფრთხილად მოქმედებენ და საკუთარ სასიყვაულო თავგადასავლებს მეგობრებსაც კი არ უმხელენ. მეუღლესთან კი ისე ბუნებრივად იქცევიან, რომ ამ უკანასკნელს მის ერთგულებაში ეჭვიც კი არ ეპარება. მკვლევარები თვლიან, რომ ამ სიფრთხილის მთავარი მიზეზი, ოჯახის შენარჩუნების სურვილია. ამ სურვილით ქალბატონები თავად ბუნებამ დააჯილდოვა და სწორედ ამიტომ ახერხებენ ისინი ასე ოსტატურად დამალონ საკუთარი ღალატი. მამაკაცებს კი საკუთარი სასიყვარულო თავგადასავლების დამალვა ძალიან უჭირთ, სწორედ ამიტომაც მჟღავნდება ასე მარტივად მათი საიდუმლოებები.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მამაკაცს შეუძლია მიუხვდეს ქალს ღალატი. როცა ქალი ახალი სასიყვარულო თავგადასავლებით არის გართული, იგი მალე ხდება, იწყებს გარდერობის გამოცვლას, იცვლის ვარცხნილობას და თითქოს „შინაგანად გაბრწყინებულია“.

არ აქვს მნიშვნელობა მეცნიერებმა რა დასკვნები გამოიტანეს. მთავარი ის არის, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ღალატი მეტად აქტუალური პრობლემაა. იმისათვის, რომ წყვილი ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს, ალბათ უკეთესი იქნება, თუ სანამ დაქორწინდებიან ისინი კარგად დაფიქრდნენ, შესწევთ თუ არა ძალა, ერთმანეთი „სამუდამო სიყვარულის“ გზაზე ატარონ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: