მთავარი რჩევები რა შეცდომებს უშვებენ წონაში დაკლებისას – უფრთხილდით!

რა შეცდომებს უშვებენ წონაში დაკლებისას – უფრთხილდით!

by guramus

შიმშილის დროს წონაში სწრაფად იკლებთ, მაგრამ ცოტა ხანში ორმაგს იმატებთ და უკვე ძალიან გიჭირთ ფორმაში ჩადგომა. თუ ძალიან გსურთ იშიმშილოთ, ეცადეთ, 2 დღეზე მეტხანს  არ გააგრძელოთ. უარი არ თქვათ ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებზე. მათი რაციონიდან გამორიცხვა ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მამაკაცებში კი ლიბიდოს შესუსტებას იწვევს.

აბსოლუტურად უვნებელი პრეპარატების არ არსებობს. თუ ეტიკეტზე მოტემულ უკუჩვენებებს არ წაიკითხავთ, შესაძლოა, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რა არის გასტრიტი და ქრონიკული ფაღარათი. გასახდომი ჩაის მიღებიდან ათი დღის შემდეგ დიდი ალბათობაა, დაგეწყოთ მუცლის ტკივილი, ძმარვა და კუჭის ხშირი მოქმედება.

ვეგეტარიანული საკვებისგან გასუქებაც კი შეიძლება, თუ კალორიებს არ დაითვლით და ზედმეტს მიირთმევთ. ამასთანავე, ცხოველურ ცილებზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე. საფაღარათო საშუალებების ერთჯერადი მიღებით ორგანიზმს გაწმენდთ, მაგრამ ყოველდღიურად ნაწლავებს დიდ დარტყმას აყენებთ. შესაძლოა, ბუნებრივი მიკროფლორის გარეშე დატოვოთ. სალათებითა და ხილით კვების დროს ადამიანს მუდმივად შიმშილის გრძნობა აქვს და ამის გამო გადაჭარბებულად მიირთმევს, რაც კუჭის გადიდებას იწვევს. შიმშილის გრძნობა საშინელებაა და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, როგორ აღმოჩნდება თქვენს თეფშზე სალათის ფურცლებისა და ფორთოხლის ნაცვლად შებრაწული ქათმის ბარკალი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: