ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეიძლება აწყენინოთ მარტივად

გაგიგონიათ ალბათ სიტყვა “სენსიტიური”, რაც თავის მხრივ ზომაზე მეტად ემოციურ ადამიანს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანების წყენინება იმაზე გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე გვგონია. შესაბამისად, მათ სათუთ ხასიათს მოფრთხილება უნდა. თუმცა, ერთი შეხედვით ხომ ვერასოდეს გავიგებთ, მაინც ვინ განეკუთვნება ამგვარ “სენსიტიურთა” კატეგორიას. ზუსტად ამაში დაგვეხმარება ასტროლოგია.

კურო – ერთი შეხედვით გაწონასწორებული, მშვიდი, შეიძლება ითქვას ინდეფერენტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, სულაც არ გახლავთ ასე. კურო შინაგანად საკმაოდ ემოციური ადამიანია.

თუმცა, თუკი ძალიან არ დაუახლოვდებით და მისი ნდობის არეალში არ შეხვალთ, ამას ვერასოდეს გაიგებთ. იგი სიფრთხილით ეკიდება ახალ ნაცნობობას, ამიტომ შესაძლოა მეგობრობის ინიციატორი თავად არც არასოდეს იყოს.

თუმცა, თუკი მოეწონეთ და გულთან ახლოს მიგიშვათ, ხოლო თქვენ შემდგომ ამისა მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეთ იგი დიდხანს ვერ გაპატიებთ მიყენებულ წყენას. უფრო მეტიც, შესაძლოა საერთოდაც ამოგშალოთ საკუთარი ცხოვრებიდან სამუდამოდ.

კირჩხიბი – ემოციური, ბუტია, პრეტენზიული ადამიანია და ამას ნაცნობობისთანავე შეამჩნევთ. შესაძლოა, ზომაზე მეტად მოსიყვარულე და თბილიც იყოს თქვენ მიმართ, თუკი რატომღაც მოეწონეთ და შინაურულად შემოვიდა თქვენთან კომუნიკაციაში.

თუმცა მისმა გამუდმებულმა ყურადღებამ და საპასუხო ყურადღების ანალოგიურმა მოთხოვნამ, შესაძლოა ხანდახან თავიც მოგაბეზროთ. კირჩხიბი მოსიყვარულე და მზრუნველია, თუმცა ზოგჯერ ახასიათებს ამ საკუთარი ზრუნვით ადამიანები “დაახრჩოს”.

მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და პროტესტი თუ გამოთქვით მისი ამგვარი ყურადღებიანობის გამო, იგი აუცილებლად გაიბუტება, თანაც საფუძვლიანად და დიდი ხნით. თუმცა არა სამუდამოდ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მოფერებით და რბილი მიდგომით ისევ შემოირიგოთ.

თევზები – ნაკლებად კონტაქტური, ასოციალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს გაცნობისას. თევზები უფრო კარგი მსმენელები არიან, ვიდრე მოსაუბრეები. იგი სიამოვნებით მოგისმენთ ხოლმე, თუკი საკუთარი პრობლემების შესახებ მოუყვებით.

ძალიან თუ დაუმეგობრდით სასარგებლო რჩევებსაც მოგცემთ. თუმცა თქვენგანაც იმავეს მოელის და თუკი შეუფერებელ დროს, შეუფერებელ მომენტში მოგმართავთ დასახმარებლად ნუ გაისტუმრებთ მას უხეში ტონით ან აგდებული გამომეტყველებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შესანიშნავად ითამაშებს საბრალო მსხვერპლის როლს და გარშემო მყოფებს მარტივად დაარწმუნებს თქვენს ცუდ ადამიანობაში.

  NOTEPAD.GE

  კომენტარები