მთავარი ურთიერთობები რაზე არ უნდა ესაუბროთ მამაკაცს?-კითხვები, რომლებიც მამაკაცს აღიზიანებს

რაზე არ უნდა ესაუბროთ მამაკაცს?-კითხვები, რომლებიც მამაკაცს აღიზიანებს

by guramus

წარმოიდგინეთ კვირა დღე გათენდა.. საუზმე.. მაგიდა სავსეა კერძებით, ყავა ახალი მოდუღებულია და შესანიშნავი არომატი დგას. რადიოდან სასიამოვნო მუსიკა ისმის, გარეთ მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ. თქვენ საუზმობთ საყვარელ მამაკაცთან ერთად. მეტად სასიამოვნო სურათია..თუმცა არასასურველი კითხვებით შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოთ და თქვენმა რჩეულმა სუფრა მიატოვოს.

მაშ ასე რომელი კითხვები აღიზიანებთ ყველაზე მეტად მამაკაცებს:

1. რაზე ფიქრობ?

გასაგებია, რომ თქვენ გულახდილი საუბარი გსურთ, მაგრამ არ ელოდოთ, რომ მამაკაცი ადგება და ყველაფერს “გადმოგილაგებთ”. თუკი ის გადაწყვეტს მოგიყვეთ, რა აწუხებს, მოგიყვებათ, თუ არადა ნუ შეაწუხებთ.
2. რა გველოდება მომავალში?

ყველა ქალს სურს იცოდეს, რას ფიქრობს მამაკაცი სამომავლოდ, თუმცა მამაკაცი სიტყვა “მომავალში” უკვე საშიშროებას ხედავს-ქორწილი? შვილები? ან უბრალოდ ერთობლივი ცხოვრება?

მამაკაცთა უმრავლესობა ითრგუნება, როცა ქალი ერთობლივ ცხოვრებაზე საუბრობს. ამიტომ ესაუბრეთ მას გულახდილად ყველაფერზე, მაგრამ მომავალი ცხოვრების დეტალებს ნუ ჩაუღრმავდებით.

3. სხვა ქალები ხომ არ მოგწონს?

ეს კითხვა საერთოდ უბედურებაა. მამაკაცი, რომელსაც მზერა სხვა ქალებისკენ არ გაურბის, ან ძალიან ხნიერია, ან მუდმივად დაღლილია, ან “ცისფერია”.

დაე უყუროს სხვა ქალებს, მან ხომ თქვენ ამოგირჩიათ. არ ღირს შეკითხვების დასმა ან ამაზე მსჯელობა, სიმართლეს მაინც არავინ გეტყვით.
4. ძალიან მსუქანი ვარ?

ეს ქალებისთვის მნიშვნელოვანი კითხვაა, მაგრამ მასზე დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს.

მამაკაცმა რომ გითხრათ “არა”, თქვენ მაინც დაუწყებთ საკუთარ ნაკლზე საუბარს. არ ღირს მისი ყურადღების მიპყრობა თქვენ ნაკლზე. მას ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ..

ხოლო თუ გიპასუხათ “დიახ”, გადაწყვიტეთ, გიღირთ თუ არა ასეთი მამაკაცის გვერდით ყოფნა.
5. შენი “ყოფილი” კიდევ გახსოვს?

თანაც კითხვას ისე სვამთ, თითქოს არც გაინტერესებდეთ.

შესაძლოა მართლა გაინტერესებთ თქვენი პარტნიორის წარსული-რამდენი ქალი ყავდა და რომელი დაამახსოვრდა ყველაზე მეტად… მაგრამ შეჩერდით, ამ მომენტში ის თქვენთანაა და არა “ყოფილთან”. გაწყვეტილი ურთიერთობა დამარცხებას ნიშნავს და მარცხის გახსენება კი არავის სიამოვნებს.