მთავარი საკითხავი „სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!“ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

„სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!“ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

by guramus

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე — გამონათქვამები

„მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.“

„ცოდნა, რომელიც გამაჩნია ყველას შეუძლია რომ შეიძინოს, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის.“

„ქცევა ის სარკეა, რაშიც თითოეული ჩვენგანი ჩვენს სახეს ვაჩვენებთ.“

„მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს.“

„დაყავი და იბატონე – გაჰყვირიან პოლიტიკოსები; გააერთიანე და უხელმძღვანელე – ეს კი სიბრძნის მოწოდებაა.“

„თესვა ისე ძნელია არაა, როგორც მოსავლის აღება.“

„მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ.“

„ვერავინ ვერ შეძლო სრულად შეეცნო საკუთარი თავი.“

„წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს.“

„ერთი ბავშვებსა და ჩიტებს უნდა ვკითხოთ თუ რა გემო აქვს ალუბალსა და მარწყვს.“

„მე შემიძლია გითხრა ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიყევი ცხოვრებას. ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი.“

„ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს.“

„მოდით ყველამ ერთად დავგავოთ ჩვენი სახლ-კარის წინა ნაწილი და მთელი მსოფლიო სუფთა იქნება.“

„უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის.“

„უმჯობესია რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად შენ მოატყუო ისინი.“

„ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.“

„თუ კაცს უნდა რომ მიაღწიოს რაიმე დიდს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის.“

„რომელი მთავრობაა საუკეთესო? ის, რომელიც გვასწავლის, როგორ ვმართოთ ჩვენი თავი.“

„მსოფლიო მუდამ ერთი და იგივეა.“

„ლიტერატურული დაღმასვლა, ერის დაღმასვლის მომასწავებელია.“

„ღმერთს რომ ჩემი სხვაგვარობა სდომოდა, იგი მე სხვაგვარს გამაჩენდა.“

„დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.“

„ვფიქრობ, მათზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემს რეფორმირებას ცდილობს.“

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება. ჩვენ უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორიც ღმერთმა მოგვცა.“

„ძალიან ცოტა ადამიანს აქვს რეალობის აღქმის უნარი.“

„ყველაფერი ამ ქვეყნად მხოლოდ წუთიერი და წარმავალია.“

„მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.“

„რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე.“

„არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.“

„კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.“

„ხასიათი თავისთავად, ცხოვრების დინებაში ყალიბდება.“

„ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.“

„თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.“

„ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.“

„მე არქიტექტურას გაყინულ მუსიკას ვუწოდებდი.“

„ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.“

„ინდივიდუალურობის არსებობისათვის გარკვეული ნაკლოვანებანიც საჭიროა.“

„იმედი უბედურთა მეორე სულია.“

„სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.“

„ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.“

„მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.“

„ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.“

„მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.“

„არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.“

„შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.“

„ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.“

„ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.“

„სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!“

„თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს.“

„არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.“

„როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.“

„ჩვენ არასდროს ვტყუვდებით – ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.“

„არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.“

„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე – რატომ?“

„სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.“

„დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ – მთავრობა.“

„გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.“

„სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.“

„შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.“

„ქალი ყოველი არსის გვირგვინია.“

„თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.“

„ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.“

„შეცდომები ახალგაზრდობაში საპატიებელია, მაგრამ ასაკში უკვე აღარ.“

„არსებობენ ცრუხელოვანნი – დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი – გამორჩენისათვის.“

„შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.“

„ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.“

„ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას.“

„ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.“

„ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.“

„იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს, ვინც გულმავიწყია.“

„კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს.“

„იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი.“

„პატარა კაცი – მაინც კაცად ითვლება.“

„მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა.“

„შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არა გაქვს.“

„ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა.“

„ცხოვრების თითოეული საფეხური გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.“

„ყოველ დღე სასურველია თუ გინდ ერთი პატარა სიმღერა მოვისმინოთ, წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, შევხედოთ რაიმე ჩინებულ სურათს, და თუ შესაძლებელია რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა წარმოვთქვათ.“

„ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას.“

„თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.“

„სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.“

„სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.“

„მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.“

„როგორც კი საკუთარ თავს ნდობას გამოუცხადებ, შენ უკვე გეცოდინება თუ როგორ უნდა იცხოვრო.“

„არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.“

„არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.“

„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს.“

„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.“

„პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.“

„ადამიანის „ნახევრად-ცოდნა“ გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან.“

„ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა.“

„ადამიანის გონება შეუზღუდავია.“

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: