მთავარი საკითხავი “ნურასოდეს მოისვრით ვინმეს თქვენი ცხოვრებიდან”- ოდრი ჰეპბერნის აზრები

“ნურასოდეს მოისვრით ვინმეს თქვენი ცხოვრებიდან”- ოდრი ჰეპბერნის აზრები

by guramus

დასამახსოვრებელი როლები, სადა, ლამაზი სახე, შავი ფერი და რეტრო სტილი- ეს იმ ელემენტების ჩამონათვალია, რომლის ხსენებისას ოდრი ჰეპბერნი წარმოგვიდგება თვალწინ. ცნობილი მსახიობი არაერთხელ აღიარეს ყველაზე ლამაზ ქალად. თავად კი ამბობდა: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახის პატრონს ვინმე ფილმებში გადამიღებდა.”

 

აზრები:

 

  • ”ქალის სილამაზე არ განისაზღვრება მისი სამოსით, ქალის სილამაზე არ მდგომარეობს იმაში თუ როგორი ფიგურა აქვს ან როგორ ივარცხნის თმებს. ქალის სილამაზე ჩანს მის თვალებში, რადგან ეს არის მისი გულის გასაღები, ადგილის სადაც სიყვარული სუფევს.”
  • “საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ – ერთმანეთია.”
  • “ნურასოდეს მოისვრით ვინმეს თქვენი ცხოვრებიდან.”
  • “საკმარისად იღბლიანი უნდა იყო,რომ იპოვნო ადამიანი რომელიც დაგაფასებს.”
  • “მე მიყვარს ხალხი, რომლებიც მე მაცინებენ. სიცილი დიდი ნიჭია.”
  •   “შესაძლებლობები ხშირად არ მოდიან. ამიტომ როცა ისინი მოდიან, შეეცადე ისინი დაიჭირო”
  • “ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ის რომ ისიამოვნო შენი ცხოვრებით – იყო ბედნიერი – ეს ყველაფერია!”
  • “იცით, როცა ვინმესგან მესმის ან სადმე ვკითხულობ, რომ მე ლამაზი ვარ, უბრალოდ მიკვირს… სულაც არ გამოვირჩევი რაიმე განსაკუთრებული სილამაზით. გარეგნობა არ არის ის, რითაც კარიერა გავიკეთე.”
  • ადამიანი, რომელსაც სასწაულების არ სჯერა, რეალისტი არაა.
  • “თუ გინდა გქონდეს კარგი ფიგურა, გაუნაწილე საჭმელი ღარიბებს.’’
  • “წარმატება მრგვალ საიუბილეო თარიღს ჰგავს – მიაღწევ რა მას, ხვდები, რომ საერთოდ არ შეცვლილხარ და ზუსტად იგივედ დარჩი, რაც მანამდე იყავი.”
  • “ბედნიერი გოგონები არიან ყველაზე მშვენიერები.“
  • “მჯერა,რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა.”