მთავარი საკითხავი ნეტარი ავგუსტინეს 8 ფრაზა, რომელიც რწმენიდან გადავარდნილ ადამიანს ღმერთის სიყვარულს დაუბრუნებს

ნეტარი ავგუსტინეს 8 ფრაზა, რომელიც რწმენიდან გადავარდნილ ადამიანს ღმერთის სიყვარულს დაუბრუნებს

by guramus

 – ხედავენ თუ არა გარდაცვლილთა სულები იმას, რაც ამ წუთისოფელში ხდება?
გარდაცვლილთა სულები იმგვარ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ისინი ვერ ხედავენ, თუ რა ხდება წუთისოფელში.

 – რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?

 – სიმდიდრე – ორგული მონაა; თუნდ ათასი ბორკილი დაადო, ბორკილებიანად გაიქცევა.

 – ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ვფლობთ და რომლის დაკარგვა არ ძალგვიძს.

 – დაიმკვიდრებს თუ არა საუკუნო ნეტარებას ეკლესიის ერთობისაგან განშორებული ადამიანი?
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტესთან ერთობისა განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა.

 – სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე – ბევრის გაცემა.

 – შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.

 – უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო.

© ათასი კითხვა დედა ეკლესიას