მთავარი საკითხავი ადამიანების 14 ჩვევა, რომლებიც გარშემომყოფებს მოსწონთ – ნაპოლეონ ჰილი

ადამიანების 14 ჩვევა, რომლებიც გარშემომყოფებს მოსწონთ – ნაპოლეონ ჰილი

by guramus

ნაპოლეონ ჰილი: ადამიანების 14 ჩვევა, რომლებიც გარშემომყოფებს მოსწონთ
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ მოსწონთ კონკრეტული ადამიანები გარშემო ყველას ისე, რომ მათი მხრიდან ამისთვის განსაკუთრებული არაფერი კეთდება, ხოლო სხვები, მცდელობის მიუხედავად, ვერანაირად ვერ ახერხებენ ყურადღების მიქცევას?
ნაპოლეონ ჰილი – ავტორი პოპულარული ბესტსელერისა «იფიქრე და გამდიდრდი», ერთ-ერთ თავის ესეში აღწერს ადამიანის თვისებებს, რომლებსაც სხვები განსაკუთრებით აფასებენ.
ასეთი ადამიანის მაგალითად ჰილმა მოიყვანა ჩარლზ შვაბი, სამრეწველო მაგნატი ფოლადის წარმოების სფეროდან. შვაბმა შეძლო უბრალო მუშიდან გამხდარიყო ხელმძღვანელი, 75 000 დოლარიანი წლიური ხელფასით და დამატებით ბონუსებით.
შვაბის ბოსი, ცნობილი მეწარმე – ენდრიუ კარნეგი, ასე ეხმაურებოდა ამ თემას: «შვაბს წლიური ანაზღაურება ეძლეოდა იმ სამუშაოს გამო, რომელსაც ის თავად ასრულებდა, მილიონიანი ბონუსები კი იმისთვის, რასაც შვაბი თავისი პრიოვნული თვისებების წყალობით სხვებს აკეთებინებდა».

1. ისინი ქმნიან პოზიტიურ ფსიქოლოგიურ განწყობას და მუხტავენ გარშემო ყველას.
ყოველთვის მარტივია იყო ცინიკოსი და პესიმისტი. მაგრამ ასეთი ურთიერთობით რთულია წარმატების მიღწევა და კარგი რეპუტაციის მოპოვება. პოზიტიური განწყობა კი პირიქით, არსებითად უწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას.

2. ისინი ყოველთვის მეგობრული, პატისიცემით სავსე ტონით საუბრობენ.
ასეთი ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულნი არიან იმაში, რასაც ამბობენ. ამიტომ მათი საუბარი მშვიდი და გაცნობიერებულია, რაც მას სასიამოვნო ჟღერადობას ანიჭებს.

3. ისინი ყურადღებით უსმენენ თანამოსაუბრეებს.
ურთიერთობა უმაღლეს, შემეცნებით მანერაში — საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, მაგრამ არასწორი გზაა მათთვის, ვისაც სურს თანამოსაუბრეებს თავის მოაწონოს და მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს მათთან.

4. ისინი საკუთარ თავს მართავენ ნებისმიერ სიტუაციაში
ზედმეტად ემოციურმა რეაქციამ, როგორც დადებითმა, ისე უარყოფითმა, შეიძლება ადამიანზე ცუდი შთაბეჭდილება შექმნას. გახსოვდეთ, რომ ხშირად სიჩუმემ შეიძლება უფრო მეტი თქვას და ეფექტურად გადმოსცეს თქვენი განწყობა, ვიდრე გადაჭარბებულმა დადებითმა ან კიდევ უარესი, უარყოფითმა სიტყვიერმა გამოხატვამ.

5. ისინი მშვიდები არიან
შეთავსებული სიტყვები და ქმედებები — ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელიც ადამიანებს უყვართ და რის გამოც აფასებენ სხვებს.

6. ისინი მიუკერძოებელი და გახსნილები არიან
ადამიანები, რომელბიც ახალი იდეებისთვის გახნილი არ არიან და მხოლოდ თანამოაზრეებთან ურთიერთობას ცდილობენ, ხელიდან უშვებენ არამარტო პიროვნული განვითარების შანსს, არამედ პროფესიული ზრდის შანსსაც.

7. ისინი იღიმიან, როცა სხვებს ესაუბრებიან
ჰილი ამტკიცებს, რომ ფრანკლინ რუზველტის ყველაზე ძვირფასი თვისება იყო მისი შესანიშნავი ღიმილი. სწორედ ის აიძულებდა თანამოსაუბრეებს ყოფილიყვნენ უფრო გახსნილები ურთიერთობის დროს.

8. მათ იციან, რომ სულაც არ არის საჭირო ყველა საკუთარი აზრის გახმოვანება
ამ ადამიანებმა იციან, რომ არ ღირს სხვების განაწყენება, საკუთარი აზრის სრულად გამოხატვა, მაშინაც კი, თუ ეს აზრები აბსოლიტურად სიმართლეა.

9. მათ არ უყვართ სინელე
ზედმეტი სინელე — ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ მოქმედების გეშინიათ. რაც თავის მხრივ წარმოადგენს თქვენი არასაკმარისი ეფექტურობის მაჩვენებელს.

10. ისინი დღეში მინიმუმ ერთ კეთილ საქმეს აკეთებენ
ისინი სხვებს უბრალოდ, უანგაროდ, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ეხმარებიან.

11. ისინი არ წუწუნებენ წარუმატებლობაზე, ისინი გაკვეთილს იღებენ წარუმატებლობისგან
ადამიანები აღფრთოვანებაში მოდიან მათით, ვისაც შეუძლია ღირსეულად მიიღოს და გადაიტანოს წარუმატებლობა. წარმატებული ადამიანები ცხოვრების მადლიერები არიან ცხოვრებისეული სიბრძნის იმ მცირედი ულუფისთვის, რომელიც მათთან არ მივიდოდა, რომ არ შეჯახებოდნენ წარუმატებლობას.

12. ისინი თანამოსაუბრეს ისე მიმართავენ, თითქოს ის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს
სხვებისათვის საყვარლი ადამიანები ურთიერთობას იყენებენ როგორც თანამოსაუბრის გაცნობის პროცესს, ამიტომ, მას ყოველთვის აძლევენ სათქმელის ბოლომდე გამოხატვის საშუალებას.

13. მათ შეუძლიათ გულახდილად, პირფერობის გარეშე შეაქონ სხვები
ისინი არ უშვებენ სხვების შექების შესაძლებლობას, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთბენ, როცა ქება ნამდვილად დამსახურებულია.

14. მათ ჰყავთ ადამიანი, რომლის აზრსაც საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ ითვალისწინებენ
წარმატებული ადამიანები არ ცდილობენ, რომ გარშემომყოფებს თავი მოაჩვენონ. ისინი ყველას მოსწონთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. ერთ-ერთი მათი საიდუმლო იმაშია, რომ ისინი მუდმივად მუშაობენ საკუთარ ქცევაზე და რეპუტაციაზე. იმ ადამიანის არსებობა, რომელიც მათ ნაკლოვანებებს მიუთითებს, ეხმარებათ უწყვეტად გააგრძელონ პიროვნული ზრდა.