მთავარი რჩევები ვიტამინები, რომლის ნაკლებობაც ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს

ვიტამინები, რომლის ნაკლებობაც ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს

by guramus

გერმანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დემენციის მქონე პაციენტებს ანტიოქსიდანტების, C ვიტამინისა და ბეტა კაროტინის დონე ჯანმრთელ ადამიანზე გაცილებით დაბალი აქვთ. ულმის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაბრიელ ნაგელმა და კრისტინმ ფონ არნიმმა შეუმოწმეს ამ ნაერთების კონცენტრაცია 65-დან 90 წლამდე ასაკის 74 დემენციით დაავადებულ და 158 ჯანმრთელ ადამიანს. იმავდროულად, ჩაატარეს გამოკითხვა ცხოვრების წესის შესახებ და განსაზღვრეს სხეულის მასის ინდექსი.

დემენციის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად მიჩნეულია ჟანგვითი სტრესი, რომლისგანაც ორგანიზმს ანტიოქსიდანტები იცავს. ამით ხსნიან მკვლევარები ავადმყოფებში ანტიოქსიდანტების დონის დაქვეითებას. C ვიტამინსა და ბეტა-კაროტინთან ერთად სპეციალისტები იკვლევდნენ ვიტამინის, ლიკოპინისა და კოენზიმ Q10-ის კონცენტრაციას. აღმოჩნდა, რომ დემენციით დაავადებულებს მათი დონეც ჯანმრთელ ადამიანებზეც ნაკლები ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ ალცჰეიმერის დაავადება, რომელსაც ადამიანი გონებასუსტობამდე მიჰყავს, გამოწვეულია თავის თვინში ბეტა-ამილოიდური ფოლაქების დაგროვებითა და ნეირონების დამაკავშირებელი სინაფსების კვდომით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: