მთავარი რჩევები “როდესაც თმის ცვენა დამეწყო და ლამის გავმელოტდი, მეგობარმა უებარი ნარევი მომიმზადა. მას შემდეგ აღარც ქერტლი მაწუხებს და თმაც არ მცვივა.”

“როდესაც თმის ცვენა დამეწყო და ლამის გავმელოტდი, მეგობარმა უებარი ნარევი მომიმზადა. მას შემდეგ აღარც ქერტლი მაწუხებს და თმაც არ მცვივა.”

by guramus

ლიმონი და თაფლი ქერტლისა და თმის ცვენის წინააღმდეგ უებარი საშუალებებია. გთავაზობთ ამ 2 ინგრედიენტის დახმარებით მოსამზადებელ ნიღაბს, რომელიც პრობლემას სულ რაღაც 1 კვირაში მოგიგვარებთ.

თაფლი უამრავ ვიტამინს, ფერმენტსა და მინერალს შეიცავს. იგი კვებავს თმის ბოლქვებს, ხელს უწყობს ქერტლისა და კანის სიმშრალის პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა, თმას არბილებს, ელასტიურს და ბზინვარეს ხდის.

ლიმონისა და თაფლის ნიღაბი

ერთმანეთში კარგად აურიეთ 1 ლიმონის წვენი და 60 გ თაფლი. მიღებული მასა წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი. 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი თმის ცვენის წინააღმდეგ

30 გ თაფლი, 20 გ კონიაკი, 20 გ ზეითუნის ზეთი, 1 კვერცის გული ბლენდერში ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით თმაზე და 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ სამი თვის განმავლობაში.

ნიღაბი ქერტლის წინააღმდეგ

თაფლთან ერთად ამ ნიღბის შემადგენლობაში შედის გვირილა. ცნობილია, რომ ამ მცენარეს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რაც ასე აუცილებელია სებორეილი სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

2-3 ს/კ გვირილას დაასხით 400 მლ წყალი და შეურიეთ 60 გ თაფლი. მიღებული მასა წაისვით დაბანილ თმაზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ, სანამ სასურველ შედეგს არ მიითებთ.