მთავარი ასტროლოგია რომელი ზოდიაქოს ნიშანი იტყუება ყველაზე მეტად?! – რომელს შემიძლია ვენდო?!

რომელი ზოდიაქოს ნიშანი იტყუება ყველაზე მეტად?! – რომელს შემიძლია ვენდო?!

by guramus

ვერძი – ოფიციალურად ცნობილია, რომ ყველაზე ნაკლებად იტყუებიან. ეს იმის ნიშანია რომ კონფლიქტის მათ არ ეშინიათ და ყველა სიტუაციას თვალს უსწორებენ.

კურო – არ იტყუებიან, თუნდაც იმის გამო, რომ არ უნდათ ამ უაზრო თვისების გამო ცხოვრება აირიონ.

ტყუპები – სიტუაციაზე მორგებულები არიან, როცა საჭიროა, მოიტყუებიან, ოღონდ ისე, რომ არავინ გაიგოს და არც არავის აწყენინონ.

კიბო – არ არის მატყუარა, მაგრამ ცხოვრებას იმდენად “ღრმად” განიცდის, რომ ხანდახან უწევს ტყუილების ლაპარაკი, თუმცა ეს ყველაფერი მას სიმართლე გონია.

ლომი – არც ლომები არიან მატყუარები, მაგრამ სიმართლის აქა თუ იქ შელამაზება ყოველთვის გამართლებულია.

ქალწული – არ უყვართ ტყუილის თქმა, მაგრამ როცა “უწევთ”, იტყუებიან ისე, რომ ძალიან რთულია მათი გამოაშკარავება.

სასწორი – მათ ძალიან უჭირთ ტყუილის თქმა, არასდროს იტყუებიან სხვისი ნერვების და ხასიათის ხარჯზე.

მორიელი – მათ უჭირთ სიმართლესთან გამკალვება, ამიტომ ხშირად უწევთ სიმართლის დამალვა და ტყუილის თქმა.

მშვილდოსანი – არაიან ძალიან ოპტიმისტები, გონიათ, რომ ყველაფერი ისე წავა, როგორც მათ უნდათ და იტყუებიან იმის იმედით, რომ მათი ტყუილი გამართლდება.

თხის რქა – უჭირთ ხალხთან ურთიერთობა და ხშირად უწევთ ტყუილის თქმა სიტუაციიდან თავის დასაძვრენად.

მერწყული – “მიზანი ამართლებს საშუალებას” – ყველაფერი ნათქვამია.

თევზები – თევზებს უნდა გავუგოთ, ისინი იტყუებიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე უნდათ, უბრალოდ მათი სამყაროს ხედვა ძალიან განსხვავდება ჩვენისგან.