მთავარი ურთიერთობები რა კითხვები არ უნდა დაუსვათ მამაკაცს, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობის აწყობა გსურთ?

რა კითხვები არ უნდა დაუსვათ მამაკაცს, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობის აწყობა გსურთ?

by guramus

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს კითხვები, რომლებზეც ყველა მამაკაცს ერთნაირად უარყოფითი რეაქცია აქვს. მათ მხოლოდ ერთი რამის სურვილი უჩნებათ, რაც შეიძლება სწრაფად გაქრნენ თქვენი ცხოვრებიდან. გთავაზობთ რამდენიმე კითხვას, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუსვათ საყვარელ მამაკაცს.

 1. არ გინდა ჩემთან ერთად მაღაზიაში წამოსვლა? – რა თქმა უნდა, არ სურს, მთელი ხელფასი მაღაზიაში რომ დატოვოს.

 2. ჩემში ვერანაირ ცვლილებას ვერ ამჩნევ? – მნიშვნელობა არ აქვს რა შეცვალე გარეგნობაში – წარბები გაიკეთე, ტუჩებზე ახალი პომადა წაისვი თუ თმა შეიჭერი. – მამაკაცი მეტად ჭკვიანია. მან კარგად იცის, რომ ტვინი არ უნდა დაძაბოს იმის გასარკვევად, რომ შენ ახალი ტუში გაქვს, რომელიც მოცულობას 250%-ით ზრდის.

 3. მინდა ჩემი მშობლები გაგაცნო – თუ დიდი ხნის განმავლობაში ხვდებით ერთმანეთს, მშობლებისთვის საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმები. ის ამას თავადაც ხვდება, ამიტომ თქვენი წინადადება ესტუმროთ მშობლებს, მისთვის პირველი ფრაზის ტოლფასია.

 4. უნდა დაგელაპარაკო! – ეს ფრაზა მეტად სახიფათოა, მას ნებისმიერი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

 5. შენამდე ვინც მყავდა, თავად რეცხავდა ჭურჭელს … – არავის შეადარო. თუ ყოფილი ასეთი კარგი იყო, რატომ დაშორდი?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: