მთავარი ურთიერთობები როგორ გამოხატავენ მამაკაცები სიყვარულს?

როგორ გამოხატავენ მამაკაცები სიყვარულს?

by guramus

“მე შენ მიყვარხარ” – მამაკაცების მხოლოდ 40% უხსნის ქალს სიყვარულს ამ ფორმით. სიყვარულის ახსნა მათთვის სერიოზულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. პასუხისმგებლობა კი ყველა მამაკაცს აშინებს. ფრაზა “მე შენ მიყვარხარ”, მამაკაცების წარმოსახვაში ასე ჟღერს: “მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნები.” ასეთი ფიცის დადება კი არც ერთ მამაკაცს არ სურს.

მამაკაცს მიაჩნია, რომ როდესაც ქალს საჩუქრებით ანებივრებს, ეს უკვე სიყვარულზე მინიშნებაა. ტკბილეული, ყვავილები, მისალოცი ბარათები და ქალზე ზრუნვა მამაკაცების მხრიდან სიყვარულის გამოვლინებაა.

მამაკაცების გარკვეულ ნაწილს, როდესაც საყვარელ ქალთან დროს ატარებს, მიაჩნია, რომ ეს მისი მხრიდან საჩუაქრია, ხოლო მძიმე მომენტში საყვარელი ქალის გვერდში დგომა, სიყვარულის ნამდვილი დასტური და ფიცი.

მამაკაცი თავის გრძნობებს, ხშირ შემთხვევაში, ქალთან ფიზიკური შეხებით გამოხატავს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ხელის შეხება, კოცნა და ბოლოს სექსიც კი. მამაკაცები სექსის დროს უფრო გულახდილები არიან და შეუძლიათ, ქალს ათასჯერ უთხრან, რომ უყვართ. ფიზიკური სიახლოვე ყველანაირ ბარიერს ამარცხებს და პატნიორთა შორის ნდობას ამყარებს.

როდესაც მამაკაცი საყვარელ ქალს მშობლებს აცნობს, ეს სიყვარულის ახსნის ტოლფასია. ასეთი ნაბიჯი ქორწინების წინაპირობაა. მამაკაცს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიჰყავს ქალი ოჯახში, თუ მასთან სერიოზული ურთიერთობა სურს.