მთავარი რჩევები სიმსივნის 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

სიმსივნის 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

by guramus

ექიმებმა სიმსივნით დაავადებული თინეიჯერების ისტორიის გამოკვლევით დაადგინეს, რომ ამ საშინელი დაავადების აღმოჩენა ძალიან გვიან ხდება. ამის გამოა, რომ სიმსივნის განკურნება ძალიან რთულდება.

ნებისმიერი დაავადების განკურნება შეიძლება, თუ დროულად აღმოვაჩენთ, დავსვამთ დიაგნოზს და ადრეულ სტადიაზე დავიწყებთ მკურნალობას.

გთავაზობთ სიმსივნის 5 ნიშანს, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ:

 1. ხანგრძლივი ტკივილი – თუ რამდენიმე დღის განმავლობაშ გრძNობთ ტკივილს და წამლებიც ვერ გშველით, უკვე დროა ექიმს მიმართოთ. აუცილებელია ტკივილის მიზეზი გაირკვეს.

 2. წარმონაქმნები, კოპები, ლაქები – ხშირად სიმსივნე უბრალოდ უმტკივნეულო სახით ჩნდება ორგანიზმში და თავიდან შეუძლებელია მისი ამოცნობა. ამიტომ თუ კანზე უცნაური წარმონაქმნები შენიშნეთ, გირჩევთ დროულად გაარკვიოთ რა არის.

 3. უეცარი დაღლილობა – თუ გამუდმებით მოთენთილი ხართ და უეცრად იღლებით, შესაძლოა ამის რეალური მიზეზი არასწორი კვება ან დაავადება იყოს. ხშირად დაღლილობის მიზეზი ჩიყვია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დროული დიაგნოზი.

 4. წონის კლება – თუ უცებ რამდენიმე ათეული კილოგრამი დაკარგეთ და წარმოდგენა არ გაქვთ რატომ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიმსივნე გაქვთ, თუმცა უმჯობესია თავი დაიმშვიდოთ.

 5. ხალის ფორმების შეცვლა – ხალი მიძინებული სიმსივნეა. მას შეუძლია ბევრი რამ გვითხრას ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ დააკვირდით, თუ ფორმების შეცვლა დაიწყეს თქვენს ორგანიზმზე, აუცილებელია პროფესიონალს გაესინჯოთ.