მთავარი საკითხავი გენიოსების 16 ციტატა, რომელიც ადამიანის რაობის შეცნობაში დაგეხმარებათ

გენიოსების 16 ციტატა, რომელიც ადამიანის რაობის შეცნობაში დაგეხმარებათ

by guramus
  • ადამიანი მიჩვეულია შაბლონებით აზროვნებას.ჩვენ თვითონ სიმარტივისთვის ვქმნით შაბლონებს და მერე ისე ვეპყრობით ,თითქოს ღვთით დაწესებული კანონი იყოს.რა მოეთხოვება კაცს? ან ვისგან მოეთხოვება? კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინდისი გაწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს. (ჯემალ ქარჩხაძე)
  • ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან. ისინი მზად არიან, ყველაფერი შეიწყნარონ, გარდა გენიისა. (ოსკარ უაილდი)
  • კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს. (ჭაბუა ამირეჯიბი)
  • ადამიანების ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი. სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიზიარებდა, რას დაწერდა. ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ რჩება. (ჟან დე ლაბრიუერი)
  • ადამიანი – ცოცხალი წინააღმდეგობაა და ამ ხარისხში ცოცხალი გამოცანაა. (სერგეი ბულგაკოვი)
  • ადამიანებთან ურთიერთობა სახმაოდ რთული ხელოვნებაა! რამდენი ინდივიდიცაა, იმდენია ხსიათი! (ანა კალანდაძე)
  • ადამიანები არაფერს ისე უხალისოდ არ იღებენ, როგორც რჩევებს. (ჯოზეფ ადისონი)
  • ადამიანები და არა კედლები, ქმნიან ქალაქებს. (ჩინური ანდაზა)
  • ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეული ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში. (ლეონარდო და ვინჩი)
  • ადამიანები ვერ იტანენ იმას, ვინც აგრძნობინებს მათ თავიანთ არასრულფასოვნებას. (ფილიპ დორმერ ჩესტერფილდი)
  • ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ; ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს. (ლეონარდო და ვინჩი)
  • ადამიანები დაანაწილეთ არა მათი სიმდიდრისა და მდგომარეობის მიხედვით, არამედ მათი ზნეობრივი ღირსებების მიხედვით. (მაქსიმილიან რობესპიერი)
  • ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ. (ფრენსის ბეკონი)
  • ადამიანების შეცნობა უფრო ადვილია საერთოდ, ვიდრე ერთი კაცისა კერძოდ. (ფრანსუა დე ლაროშფუკო)
  • ადამიანები უცვლელი კანონებით იმართებიან: არსება, რომელიც ჭკუითაა დაჯილდოებული განუწყვეტლივ აღვევს ღმერთის და თავის მიერ დადგენილ კანონებს. (შარლ ლუი დე მონტესკიე)
  • ადამიანები იყავით ადამიანურნი, ეს თქვენი პირველი მოვალეობაა. (ჟან ჟაკ რუსო)
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: