მთავარი საკითხავი ძილად მისვლის ლოცვანი – განვთავისუფლდეთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისაგან

ძილად მისვლის ლოცვანი – განვთავისუფლდეთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისაგან

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ ღამე. განვიწმინდოთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისგან. ვილოცოთ გულწრფელად და შევსთხოვოთ უფალს პატიება. დავიმშვიდოთ სული ჩვენი და დავიწყოთ ყოველი დღე ლაღად და თავისუფლად. უფალი არს ჩვენთან. ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ.

 

წმიდისა ანგელოსისა მიმართ

წმიდაო ანგელოსო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, როდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საფრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლდაწმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: