მთავარი ურთიერთობები მამაკაცის თვალით დანახული ქალის სექსუალურობა

მამაკაცის თვალით დანახული ქალის სექსუალურობა

by guramus

მამაკაცების შეხედულება სილამაზეზე, ქალურობასა და სექსუალურობაზე ქალებისას არ ემთხვევა. ისინი სხვაგვარად ფიქრობენ და ქალის მომხიბვლელობისა და სექსუალურობის შეფასების თავისებური ხედვა აქვთ. მამაკაცებს იზიდავთ სილამაზე, რომელიც თვალისგან დაფარულია. სექსუალურობა კი აუცილებელი არაა, შესამჩნევი იყოს. პირიქით, ბევრად ფასეულია, როცა ის დაფარულია და ჩახსნილი კაბითა და დეკოლტით არ გამოიხატება, არამედ ქალის ხმით, ღიმილითა და გამოხედვით. სექსუალურობა იდუმალებასთან ასოცირდება, მაგრამ იმისათვის რომ მამაკაცმა ეს უხილავი, დაფარული მომხიბვლელობა დაინახოს, სულ სხვა გზით უნდა იარო.

სექსუალურობის რეცეპტი: იყავი დამოუკიდებელი და ერუდირებული! მამაკაცებს უყვართ ის ქალები, ვისაც თავისუფლად შეუძლიათ ყველა თემაზე საუბარი და აქვთ საკუთარი აზრი. იყავი სუსტი! მამაკაცებს უყვართ, როცა გრძნობენ, რომ მათი დაცვა გვჭირდება. იყავი ქალური და განსხვავებული! შეისწავლე მხატვრობა, უსმინე მუსიკას და იკითხე წიგნები: მამაკაცმა სხვადასხვა მხრიდან უნდა აღმოგაჩინოს.

და ბოლოს, შეიყვარე საკუთარი თავი და დარწმუნებული იყავი საკუთარ შესაძლებლობებში. რომანტიულ ურთიერთობაში, ისევე როგორც ყველა საქმეში, საკუთარი თავის რწმენა – წარმატების საწინდარია. ყველა ჩვენგანი ბუნებამ სილამაზით დააჯილდოვა, მაგრამ თუ ეს სილამაზე თავდაჯერებულობას არ ერწყმის, საერთო შთაბეჭდილება ბუნდოვანი ხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: