მთავარი ურთიერთობები მამაკაცების ორი ტიპი, რომელიც უნდა აირიდოთ ნებისმიერ ფასად, თუ თქვენი თავი გიყვართ

მამაკაცების ორი ტიპი, რომელიც უნდა აირიდოთ ნებისმიერ ფასად, თუ თქვენი თავი გიყვართ

by guramus

მამაკაცები არიან ხშირად მანიპულატორები, მაგრამ ყველაფერს ნიჭი უნდაო ხომ გაგიგიათ, ხოდა მანიპულაციასაც უნარი და ტალანტი ჭირდება. ეს კი ყველას არ დაამადლა ღმერთმა. ამისდამიუხედავად არიან ისეთი “გამოწაფული” მამაკაცები, რომლებიც თავბრუს დაგახვევენ და თავიანთ მონად გაქცევენ, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოთ. თქვენ უნდა ერიდოთ ასეთ მამაკაცებს, ქვემოთ კი წარმოგიდგენთ ზუსტად ასეთი კაცების სამ ყველაზე საშიშ კატეგორიას:

მამაკაცები, რომლებსაც “ქალური” კოეფიციენტი მაღალი აქვთ – დიახ, სწორად გამიგეთ. ზოგადად ასეთი მამაკაცები არავის მოსწონს, არცერთი ქალი მათ სერიოზულად არ უყურებს, არავინ მათ პერსპექტიულ პარტნიორად არ თვლის, მაგრამ თქვენ ცდებით, თუ მათ არ აფასებთ და აბუჩად იგდებთ. ასეთმა მამაკაცებმა იციან თავიანთი “უუნარობის” შესახებ, იცვამენ ცხვრის “ქურქს” და ელოდებიან მომენტს, რომ თავის საკუთრებად გაქციონ. ეს კი ასე ხდება – მამაკაცი, რომელიც ქალურია, თქვენთვის “დაქალი” უფრო იქნება, ვიდრე მომავალი პარტნიორი. ამის გამო, თქვენ მას ყველაფერს უყვებით, აუხლოვდებით იმ შიშის გარეშე, რომ ის თქვენ რამეს გავნებთ. მათ კი შესაძლებლობა ეძლევათ ამ ინფორმაციით მანიპულირება მოახდინონ. როდესაც თქვენ მას ყველაფერს ეუბნებით, ყველა მომენტში თქვენი საუკეთესო “მეგობარია” და უკვე ვეღარ წარმოგიდგენიათ მათ გარეშე ცხოვრება, ისინი თქვენთან კავშირს გაწყვეტენ, ასე ვთქვათ “დაგიკიდებენ” მიზეზგარეშე. თქვენ კი დარჩებით გაოგნებულები და აუცილებლად მასე დამოკიდებული გახდებით ემოციურად. თუ გგონიათ, რომ ეს არ მოხდება, კითხეთ იმ ქალებს, რომლებიც ხშირად ამბობენ “ვერ წარმომედგინა მას ცოლად თუ გავყვებოდი”-ო.

მამაკაცები, რომლებიც არაფრად გაგდებენ – როგორც წესი (თუმცა ქალებს ამის აღიარებას ვერ აიძულებთ), ქალებს უყვარდებათ მამაკაცები, რომლებიც მათ ცუდად ეპყრობიან. სწორედ ამიტომ ფიქსირდება ბევრი შემთხვევა, როცა ქალი “წნეხის” ქვეშ არის მაგრამ ოჯახს მაინც არ ანგრევს ბევრი მოფიქრებული სულელური მიზეზის გამო. მიზეზი? – მათ ისინი უყვართ! წარმოუდგენელია? – ქალების ბიოლოგიური სისტემა ისეა აწყობილი, რომ მათ მხოლოდ ის მოსწონთ, რისი მიღებაც არ შეუძლიათ. ის მამაკაცები კი, რომლებმაც ეს ზოგადი სიმართლე იციან, ამით სარგებლობენ და თუნდაც ქალი უყვარდეთ, არ ამჟღავნებენ და პირიქით, საზიზღრად ეპყრობიან. დაფიქრდით, გაიხსენეთ – რამდენეჯერ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა კაცი გაიგნორებთ, მაგრამ მაინც ვერ ეშვებით? მგონი რომ ბევრჯერ.

ასე რომ, თქვენ ახლა შეიარაღებულები ხართ, წარმატებებს გისურვებთ მომავალ ან ახლანდელ ურთიერთობებში!