მთავარი ურთიერთობები რატომ ხართ დღემდე მარტოხელა? – აი, როგორ მოექცეთ მამაკაცების ყურადღების ცენტრში

რატომ ხართ დღემდე მარტოხელა? – აი, როგორ მოექცეთ მამაკაცების ყურადღების ცენტრში

by guramus

ეს რჩევები იქნება მორგებული დღევანდელობასთან, ეს არ არის ძველმოდული რჩევები – პირიქით, ზედმეტად პრაგმატულებიც კი, რაც დღესდღეობით წაგადგებათ.

გააქტიურდით სოციალურ ქსელებში – არ მოგესმათ, დღეს გაცნობა და ურთიერთობა ინტერნეტ სამყაროში უფრო ხდება, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. თუ გინდათ, რომ კაცები გარს გეხვეოდნენ, უნდა გქონდეთ სოციალური პროფილი, რომელიც მაღალი ხარისხის იქნება. შეალამაზეთ სურათები (ამას ყველა ქალი აკეთებს), დადეთ საინტერესო ფოტოები თქვენი ცხოვრებიდან (კაცებს არა მარტო თქვენი სხეული, არამედ თქვენი ცხოვრების სტილიც იზიდავთ). წაშალეთ ყველაფერი, რაც შეიძლება თქვენს დაბალ ინტელექტზე მიუთითებდეს. დაპოსტეთ, იაქტიურეთ ჯგუფებში როცა პროფილი მზად გექნებათ და ნახავთ, თუ რამდენი მეგობრობის თხოვნა მოგივათ ყოველ დღე – მისია შესრულებულია.

გახდით უფრო სოციალური, თუნდაც არ იყოთ – თუ თქვენ ინტროვერტი ხართ, ადამიანებთან ურთიერთობა არ გიყვართ და ეს კომფორტს განიჭებთ – კი ბატონო, ეს პარაგრაფი თქვენთვის არაა, მაგრამ მათ, ვინც ცოტა მორცხვია და ხალხში გამოსვლა უჭირს, უნდა გაითვალისწინოს, რომ სახლში დაჯდომით არაფერი არ კეთდება. თუ არ გიყვართ სოციალური ადგილები, მარტო ნუ წახვალთ – გამოიპრანჭეთ და თხოვეთ თქვენ მეგობარს, სადმე კლუბში ერთად გახვიდეთ. ცოტაოდენი მაკიაჟი, სექსუალური ქვედაბოლო და თქვენ საღამოს დედოფალი იქნებით.

დახვეწეთ ლაპარაკის მანერა და ხშირად ისაუბრეთ – დიახ, არაფერია იმაზე მომხიბვლელი, ვიდრე ჭკვიანი ქალი. ინტელექტს ქალისგან მამაკაცები არ ელიან, ისინი ინტიმურ მხარეს უფრო უყურებენ, მაგრამ თუ ჭკუა სხეულს ემატება, შეუძლებელი ხდება ასეთ ქალზე უარის თქმა. ასე რომ – დროა ავიღოთ ხელში წიგნები, წავიკითხოთ გამონათქვამები და ვისწავლოთ საკუთარი აზრის უფრო ხშირად დაფიქსირება.

თუ სტატია მოგწონთ, დაათვალიერეთ ჩვენი საიტის ურთიერთობების განყოფილება.