მთავარი საკითხავი “მე იგი გულში ჩავიკარი,როგორც სიცოცხლე…. არა! ის უფრო მეტი იყო, ვიდრე სიცოცხლე” – რემარკი

“მე იგი გულში ჩავიკარი,როგორც სიცოცხლე…. არა! ის უფრო მეტი იყო, ვიდრე სიცოცხლე” – რემარკი

by guramus

ერიხ მარია რემარკის ციტატები გენიალური რომანიდა “სამი მეგობარი”

1. “რაც უფრო ნაკლები იცი,მით უფრო იოლია ცხოვრება.”

2. „ქალს რომ დედობრივი გრძნობები აეშლება, ჩხუბი არ ღირს. მას მთელი მსოფლიოს მორალი უმაგრებს ზურგს.“

3. “იბრძოლე იმ ცოტაოდენისთვის, რაც შენთვის ძვირფასია! მორჩილებას კი სამოცდაათი წლის ასაკშიც მოესწრება ადამიანი.”

4. „იცი, ჭეშმარიტი კავალერი როგორ შეიცნობა? იმით, რომ მთვრალიც ღირსეულად იქცევა. . . “

5. “ჩემი აზრით, ქალი არაფერს უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ უყვარს. ის დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭევრმეტყველნი არიან.”

6. თავმდაბლობა და კეთილსინდისიერება მხოლოდ რომანებშია დაფასებული, ცხოვრებაში ასეთ ადამიანებს იყენებენ და მერე სადმე მიაგდებენ ხოლმე.”

7. „ვისწავლე, რომ საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა მქონოდა, დიდი – დიდი, ჩემი მეგობრებისა . ახლა კი უცებ დავინახე, რომ ადამიანს რაღაცას ვაძლევდი, მხოლოდ იმით, რომ აქ ვიყავი, და ის ბედნიერია, რომ მასთან ვარ. სათქმელად მარტივია, მაგრამ თუ დაუფიქრდი, – უზარმაზარი რამაა, უსასრულო. ისეთი რამაა, რომ დაგანგრევს და გარდაგსახავს. ეს სიყვარულია და კიდევ რაღაც. რაღაც, რისთვისაც სიცოცხლე ღირს. სიყვარულისთვის კაცი ვერ იცოცხლებს. ადამიანისთვის – ნამდვილად.“

8. “მე იგი გულში ჩავიკარი,როგორც სიცოცხლე…. არა! ის უფრო მეტი იყო, ვიდრე სიცოცხლე”

9. „რა საცოდავი მოთხოვნილებაა: სულ ცოტა სითბო. რა მოხდებოდა, ორი ხელი რომ იყოს აქ და ჩემკენ დახრილი სახე?“.

10. „როცა ბნელა და გარეთ წვიმს, ერთად ყოფნა ძალიან კარგია… ერთად ვართ, თბილი, ლამაზი ოთახი გვაქვს და წინ – თავისუფალი დღე… მე თუ მკითხავ, ძალიან ბევრია.“

11. “ქალი ლოთონის ნივთი როდია,ის ყვავილია,მას საქმიანობა არ უყვარს,მას ალერსით სავსე საამო სიტყვები ესაჭიროება”

12. “ქალთან წაჩხუბება შეუძლებელია,დიდი–დიდი თუ გაბრაზდები”

13. „ამას ვეღარ ვუძლებ, ამ საათობრივ შეხვედრებს! მე შენგან მეტი მინდა! მინდა, რომ სულ ჩემთან ერთად იყო, აღარ მომწონს ჭკვიანური სახეებით სიყვარულს რომ ვმალავთ, ვერ ვიტან, არ მჭირდება, მხოლოდ შენ მჭირდები, დიახ, შენ, სულ შენი უკმარისობა მექნება და უშენოდ წუთსაც ვერ გავძლებ.“

14. „ფულის გამო ბევრი ქალი შეყვარებულიც კია ხოლმე. სამაგიეროდ, სიყვარულის გამო მრავალი მამაკაცი ფულს ხარბდება. ასე რომ, ფული იდეალების მამოძრავებელი ძალაა: სიყვარული მატერიალიზმის წილ.“

15. “მე ზომაზე მეტად გავშალე ფრთები, ცხოვრება კი მეტად ბინძური იყო საამისოდ,რომ ადამიანს თავი ბედნიერად ეგრძნო. ბედნიერება დიდხანს ვერ გასტანდა და მისი რწმენა აღარც შეიძლებოდა… ეს მარტოოდენ სულის მოთქმა იყო და არა საიმედო ნავსადგურში ღუზის ჩაშვება”

16. “ცხოვრება მეტისმეტად ხანგძლივია ერთი სიყვარულისთვის”

17. „- ასე ნუ იზამ, რობი. აღარც ჩემი კოცნა შეიძლება. საერთოდ, ჩემთან ერთად ამდენ ხანს აღარ უნდა იყო ხოლმე. ავად არ უნდა გახდე.
-გაკოცებ და მეტსაც ვიზამ, – ვუთხარი მე.
-არა, არ შეიძლება. აღარც ჩემს ლოგინში არ უნდა დაიძინო.
-კარგი, მაშინ შენ დაიძინე ჩემს ლოგინში.
ტუჩები შეარხია.
-გაჩერდი, რობი. შენ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო. მე მინდა, რომ დიდხანს იცხოვრო და შვილებიც გყავდეს და ცოლიც.
– უშენოდ არც შვილები მეყოლება და არც ცოლი. შენ ხარ ჩემი შვილი და ცოლი.“

18. „ძაღლი ! მართალი ხარ! ძაღლი თუ გყავს, მარტო არასოდეს იქნები!“

19. „საოცრებაა. ადამიანი ახალ და მართლაც ხატოვან გამოთქმებს მხოლოდ მაშინ იგონებს, როცა ილანძღება. როგორი მარად უცვლელია სიყვარულის გამოხატვის საშუალებები და სამაგიეროდ, რა მრავალფეროვნად ილანძღებიან და იგინებიან ხოლმე!“

20. „ადამიანს მარტო მაშინ კარგავ, როცა კვდება.”

21. “შეყვარებულები რაც უფრო მეტად დაშორდებიან ერთმანეთს მით მეტად დააფასებენ ხელახლა შეხვედრის სიხარულს. საყვარელ არსებასთან შეხვედრის ფასი მხოლოდ იმან თუ იცის, ვინც არაერთხელ დარჩენილა მარტო. სხვა დანარჩენი კი ასუსტებს სიყვარულის სიმძაფრესა და იდუმალებას. რას შეუძლია გაარღვიოს მარტოობის მაგიური სფერო თუ არა გრძნობათა აფეთქებას, მის თავზარდამცემ ძალასა და სტიქიას – ქარიშხალს, ღამეს და მუსიკას?… და სიყვარულს.”

22. “ვინ რა იცის, ვის რა გვიწერია. ვინ იცის, შეიძლება ის, ვინც ახლა გებრალება, ოდესმე ბედნიერად მოგეჩვენოს.“

23. “-ახ, შე სულელო, რა კარგია ეს სიცოცხლე!
–მხოლოდ შენთან ერთად. . . მართლა! “

24. “ქალთან მიმართებით ლაყბობა ლაყბობა არაა. ეს ქათინაურებია, რომლებიც ჩვენს დროში, ვაგლახ, სულ უფრო დიდი იშვიათობა გახდა. ქალი ლითონის ავეჯი არაა, ყვავილია, ის პრაგმატიზმს არ მოითხოვსლ მას ლაყბობის მზე სჭირდება. ყოველდღე ერთი ლამაზი სიტყვის თქმა სჯობს იმას, რომ მთელი ცხოვრება გაშმაგებით და სერიოზულად მისთვის იმუშაოთ.“

25. „მინდოდა, რამე მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ძნელია სიტყვების პოვნა, როცა მართლა გაქვს სათქმელი. მაშინაც კი, სწორი სიტყვები როცა იცი, წარმოთქმის გრცხვენია. ყველა ეს სიტყვა ძველი საუკუნეებისაა. ჩვენს დროს თავისი გრძნობებისთვის ჯერ სიტყვები ვერ მოუნახავს. . . ”

26. ”დასრულებული ქალები მალე ბეზრდებათ მამაკაცებს, სრულყოფილნიც ასევე, ”ფრაგმენტები” კი – არასოდეს.”

27. “-დაიმახსოვრე, ბიჭო: თუ ქალის გამო რამეს აკეთებ, მისი დასაცინი არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ გახდები. ყველაზე სულელური წარმოდგენაც რომ გამართო. რაც გინდა, ის ქენი: თავზე დადექი, სრული სიშტერე ილაპარაკე, გაიფხორე ფარშევანგივით, ფანჯარასთან უმღერე. ოღონდ ერთი რამე არ ქნა: ნუ იქნები საქმიანი; ნუ იქნები გონიერი. ”

28. “ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწყურია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება. მყარი ამქვეყნად არაფერი, არაფერი, არ იყო”.

29. “თქვენ ხომ საკუთარი გრძნობები გაშინებთ.თქვენ წერილებს როდი სწერთ ტელეფონით რეკავთ, თქვენ აღარ ოცნებობთ. სიყვარულში გონებას აქსოვთ. საცოდავი ხალხი ხართ!”

30. “მხოლოდ უბედურებმა იციან,რა არის ბედნიერება:ბედნიერი ადამიანები,კი ისევე შეიგრძნობენ ბედნიერებას,როგორც მანეკენი;ის მხოლოდ სხვას ანიჭებს სიხარულს თავად კი არ აქვს.სინათლე არ ანათებს,როცა ნათელია.სინათლე მხოლოდ სიბნელეში ანათებს.”

31. “დიდი სირცხვილია დედამიწას ტკეპნიდე,მის შესახებ კი არაფერი იცოდე,კიდევ უფრო სამარცხვინოა რომ ჩვენ საერთოდ არვიცით რისთვის ვტკეპნით ამ დედამიწას”

32. “ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება!ის განუკურნებელია!”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: