მთავარი ასტროლოგია TOP 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ტოტალურად უიღბლოა ყველა ურთიერთობაში

TOP 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ტოტალურად უიღბლოა ყველა ურთიერთობაში

by guramus

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობებში ყოველთვის პრობლემები აქვთ, ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ, მაგრამ იცოდით, რომ ასტროლიგიას ამაზეც კი აქვს გავლენა? დღეს წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც ხშირი უიღბლო ურთიერთობები ახასიათებთ.

ლომი – ლომი არის პირველი, რომელსაც ეს პრობლემა ხშირად აწუხებს. ხშირად ლომებს აქვთ წარმატებული ოჯახები, მაგრამ უფრო ხშირად ფიგურირებს განქორწინება და დაშორება მათ ცხოვრებაში. მიზეზი კი მათი ეგოა, ისინი იმდენად ეგოცენტრულები არიან, რომ ყველა ურთიერთბაში თავიანთ თავზე ფიქრობენ. შედეგად, მოპირდაპირე სქესი განაწყენებული რჩება და მალევე ამთავრებს ურთიერთობას.

მორიელი – მორიელები პირდაპირი გაგებით “გესლიანები” არიან, ისინი არც აქ ღალატობენ თავიანთ წეს-ჩვეულებებს. მათ ახასიათებთ სარკაზმი, დამცინავი ტონი და პარტნიორების აბუჩად აგდება. შეუძლიათ თვეობით არ მიწერონ და შეეხმიანონ საყვარელ ადამიანს. გეგულებათ ვინმე, ვინც ამას გაუძლებს? – როგორც ლომებთან, აქაც ეგო ფიგურირებს.

ვერძი – როგორც ვიცით, ყველა ვერძი ნარცისია, მათ არ აინტერესებთ არანაირი ურთიერთობა, თუ ეს მათ პირად ინტერესებს ხელს უშლის. თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე შეწირავენ თავიანთ ურთიერთობას საქმიანობას, სამსახურს ან სხვა, მათთვის მნიშვნელოვან საქმიანობას. ისინი ხშირად მატერიალისტები და ეგოისტები არიან.

თუ აქედან ერთ-ერთთან ხართ ურთიერთობაში, დააკვირდით მათ ყველა ნაბიჯს და ეცადეთ მათი ყველა სვლა აკონტროლოთ და წინასწარ გათვალოთ. თუ მოგეწონათ ეს სტატია, წაიკითხეთ ტოპ 3 ყველაზე დაუნდობელი ზოდიაქოს ნიშანი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: