მთავარი საკითხავი სიმონ ათონელის ბრძნული პასუხები ცხოვრებისეულ კითხვებზე, რომლებიც დაგაფიქრებთ

სიმონ ათონელის ბრძნული პასუხები ცხოვრებისეულ კითხვებზე, რომლებიც დაგაფიქრებთ

by guramus

სიმონ ათონელის ბრძნული პასუხები:

1. ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი? – ტანჯვა

2. ვინ არის ცუდი მასწავლებელი? – განცხრომა

3. რისი უნარია ყველაზე იშვიათი? – გაცემის.

4. რისი უნარია ყველაზე უკეთესი? – პატიების.

5. რა არის ყველაზე ძნელი? – დუმილი.

6. რისი უნარია ყველაზე მნიშვნელოვანი? – შეკითხვის.

7. რისი უნარია ყველაზე საჭირო? – მოსმენის.

8. რომელია ყველაზე საშიში ბრძოლა? – ფანატიკური.

9. რომელი თვისებაა ყველაზე საზიანო? – ლაყბობა.

10. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? – ვინც ჭეშმარიტება შეიცნო.

11. რომელი ადამიანია ყველაზე უღონო? – ვისაც თავი ყველაზე ძლიერი ჰგონია.

12. რომელი ადამიანია ყველაზე გონიერი? – ვინც გულისთქმას მიჰყვება.

13. რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში? – საკუთარი სხეულით ტკბობა.

14. რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? – ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.

15. რომელი ადამიანია ღმერთთან ყველაზე ახლოს? – გულკეთილი.

16. რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? – სხვებზე გამარჯვებული.

17. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? – საკუთარის თავის დამმარცხებელი.

18. რა დავუპირისპიროთ უბედურებას? – სიხარული.

19. რითი ვძლიოთ ტანჯვას? – მოთმინებით.

20. ჯანმრთელ სულს რა გამოარჩევს? – რწმენა.

21. რა არის ავადმყოფი სულის მანიშნებელი? – უიმედობა.

22. რა მახასიათებელი აქვს არასწორ ქმედებას? – გაღიზიანება.

23. რა მახასიათებელი აქვს კეთილ ქმედებას? – სიმშვიდე.