მთავარი რჩევები 10 გზა, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერი

10 გზა, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერი

by guramus

ბედნიერება — სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში. ბედნიერების გამომწვევი ზოგადი მიზეზები ყოფიერების პირობები, ცხოვრების შინაარსიანობა, საკუთარი მიღწევებით შინაგანი კმაყოფილებაა.

გთავაზობთ 10 გზას თუ როგორ გავხდეთ ბედნიერი.

1. დაცალეთ თქვენი გული სიძულვილისგან. ყოველ საღამოს ეცადეთ დაივიწყოთ მთელი დღის წყენა და ნახავთ, რომ დილით უფრო ბედნიერი გაიღვიძებთ.

2. არ აქვს მნიშნველობა რა მოხდა. არასდროს “გააგდოთ წვიმაში” ის, ვისაც უყვარხართ. თუ არ უყვარხართ, ის თქვენთან არ იქნებოდა,

3. ისწავლე ყველასგან. ვისაც შენ ხვდები იცის ის, რაც შენ ჯერ არ იცი.

4. არის დღეები, რომლებიც ძალიან რთული და დამღლელია. ამის მიუხედავად, უნდა შეძლოთ, რომ მადლიერი იყოთ მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებს. ყოველთვის არის რაღაც, რის გამოც შეიძლება მადლობის გადახდა. ზოჯერ ეს რთული დასანახია, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს.

5. თუ რამე ისე არ მიდის, როგორც თქვენ გეგმავდით, გახსოვდეთ, რომ შეიძლება უარესიც მომხდარიყო.

6. დაივიწყეთ ისინი, ვინც ბოროტება გაგიკეთათ. მათ არ იციან, როგორ აკონტროლო საკუთარი თავი. ისინი სუსტები არიან!

7. დააფასე სიყვარული. ყოველთვის გადაუხადე მადლობა სიყვარულისთვის. უთხარი, თუ როგორ აფასებ ამას.

8. ყოვედღე გააკეთე სიკეთე სხვადასხვა ადამიანისთვის. მსოფლიო სავსეა იმ ადამიანებით, ვისაც შენი დახმარება სჭირდება. გასაოცარი გრძნობაა, როდესაც ვიღაცას შენი სიკეთე ღიმილს მოგვრის.

9. არ შეიქმნა  დიდი წარმოდგენები ხალხზე. ნება მიეცით მათ იყვნეს ის, ვინც სინამდვილეში არიან. იყავი მომთმენი!

10.  იყავი პოზიტიური ყველას მიმართ. შეიძლება ისინი იმაზე დიდ სევდას ატარებენ, ვიდრე შენ ამჩნევ.