მთავარი საკითხავი გურამ დოჩანაშვილის გენიალური ფრაზები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს

გურამ დოჩანაშვილის გენიალური ფრაზები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს

by guramus

გორამ დოჩანაშვილის გენიალური ციტატები, რომლებიც დროს უძლებს. მისი შესანიშნავი შემოქმედება დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ გთავაზობთ 10 საუკეთესო ფრაზას მისი შემოქმედებიდან

1. ,,არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…”

2. ,,იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.”

3. ,,…და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ …”

4. ,,–ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
–ადამიანი რომ გყვარებოდა!!”

5. ,,დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.”

6. ,,ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… “მოიისფრო”, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… “გავძეხი”, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა “მაშასადამე…”

7. ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.”

8. “მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და ბაობაბივით დიადდებოდა…”

9. “ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე!”

10. ,,ისიც იცოდე ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას , ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის..მთავარია ,თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.”

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

მერლინ მონროს ცხოვრებისეული გამონათქვამები

ჯემალ ქარჩხაძე – “ჩვენს ეროვნულ ნავს ძირი აქვს გახვრეტილი და წყალი შემოგვდის”

უინსტონ ჩერჩილის ოქროს წესები

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: