მთავარი საკითხავი ძილად მისვლის ლოცვა – ვუთხრათ მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის

ძილად მისვლის ლოცვა – ვუთხრათ მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ ღამე. განვიწმინდოთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისგან. ვილოცოთ გულწრფელად და შევსთხოვოთ უფალს პატიება. დავიმშვიდოთ სული ჩვენი და დავიწყოთ ყოველი დღე ლაღად და და თავისუფლად. უფალი არს ჩვენთან. ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ.

 

ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს-მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა საქმით, სიტყვით და გულისხმის-ყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი გული ჩემი ყოვლისაგან ბიწისა სულისა და ხორცისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო-ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო მბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოისა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ასევე წაიკითხეთ:

დღის ლოცვა – ვილოცოთ ბედნიერი დღისთვის

რა არის ლოცვის და პირჯვრის არსი და როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ეს რიტუალები

ყოველდღე წასაკითხი ლოცვა –  მთავარანგელოზთა მიმართ

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: