მთავარი საკითხავი მაია ენჯელოუს 15 შთამაგონებელი ფრაზა

მაია ენჯელოუს 15 შთამაგონებელი ფრაზა

by guramus

მაია ენჯელოუს 15 შთამაგონებელი ფრაზა

1. არასოდეს განადიდოთ ის, ვისთვისაც თქვენ მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი ხართ.

2. სიყვარული ვირუსივით არის. ის შეიძლება ნებისმიერს შეეყაროს ნებისმიერ დროს.

3. მე გავაცნობიერე, რომ ადამიანები დაივიწყებენ იმას, რაც შენ თქვი, დაივიწყებენ რაც გააკეთე, მაგრამ არასოდეს დაივიწყებენ რისი შეგრძნება აიძულე მათ.

4. თუ რამე არ მოგწონთ შეცვალეთ ის. თუ შეცვლა არ შეგიძლიათ, მაშინ თქვენი მისადმი დამოკიდებულება შეცვალეთ. ნუ იწუწუნებთ.

5. ჩვენ ვტკბებით პეპლის სილამაზით, მაგრამ იშვიათად ვაღიარებთ ცვლილებებს, რომელიც მან გამოიარა ამ სილამაზის მისაღწევად.

6. ადამიანების უმრავლესობა არ იზრდება. ისინი პოულობენ გასაჩერებელ ადგილს, ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს და ამას ეძახიან ზრდასრულობას. თუმცა ეს არის დაბერება.

7. იქონიეთ საკმარისი სიმამაცე იმისათვის, რომ სიყვარულს კიდევ ერთხელ ენდოთ, და კიდევ ერთხელ.

8. თქვენ რეალურად სრულყოფილი შეგიძლიათ გახდეთ იმაში, რაც გიყვართ. ნუ გაიხდით მიზნად ფულის შოვნას. ამის ნაცვლად დაკავდით ისეთი საქმით, რომლის კეთებაც გიყვართ, ხოლო შემდეგ გააკეთეთ ეს საქმე ისე კარგად, რომ ადამიანებმა თვალი ვერ მოგწყვიტონ.

9. თუ თქვენ ყოველთვის ცდილობთ იყოთ ნორმალური, თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ რამდენად გასაოცარი შეიძლება იყოთ.

10. თქვენ ალბათ ვერ მართავთ ყველა მოვლენას, რაც თქვენს თავს ხდება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება შეამციროთ ისინი.

11. მე არ ვენდობი ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავი არ უყვართ. არსებობს ერთი აფრიკული ანდაზა, რომელიც ამბობს: «ფრთხილად იყავით, როცა შიშველი ადამიანი პერანგს გთავაზობთ».

12. გიყვარდეთ სიცოცხლე. მონაწილეობა მიიღეთ მასში. გაეცით ყველაფერი, რაც მიიღეთ. გიყვარდეთ ვნებით, რადგან ცხოვრება გაცილებით მეტს გიბრუნებთ უკან, ვიდრე თქვენ აძლევთ მას.

13. ყოველი ჩვენგანი, ცნობილი თუ უცნობი, წარმოადგენს ვინმესთვის მისაბაძ მაგალითს და თუ ჩვენ არ ვართ ასეთი, ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს მხიარულები, კეთილები, მოსიყვარულე და თავაზიანები ვართ. ეს იმიტომ, რომ ვიღაც ყოველთვის გვაკვირდება და გვბაძავს.

14. თქვენ შეგიძლიათ მწარე სიტყვები მითხრათ, სისასტიკით მომკლათ, მაგრამ როგორც ჰაერი, მე მაინც ავმაღლდები!

15. ქალის გული შეფარებული უნდა იყოს ღმერთთან იმისათვის, რომ მამაკაცმა იპოვოს ღმერთი ქალის გულისთვის.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:
ფროიდის გენიალური ფრაზები

ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები და ცხოვრებისეული ანალიზი

ჯეკ ლონდონი – “ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: