მთავარი რჩევები რჩევები: რა უნდა გაითვალისწინოთ სოლარიუმამდე

რჩევები: რა უნდა გაითვალისწინოთ სოლარიუმამდე

by guramus

უამრავ ადამიანს სურს მუქი ფერის კანი. ისინი დროის ნებისმიერ პერიოდში, ყველა სეზონზე, სხვადასხვა ხერხით ცდილობენ სასურველი ფერის მიღებას.

ავტორუჯები მოდიდან გადავიდა ახლა ძირითადი დატვირთვა სოლარიუმებს ენიჭება, განსაკუთრებით კი ასეთ დროს, ზაფხულის დასაწყისში.

გთავაზობთ წესებს, რომლებიც უცილებლად უნდა გაითვალისწინოთ  სანამ სოლარიუმს ეწვევით, იმისთვის, რომ თქვენი რუჯი იყოს უსაფრთხო და განსაკუთრებულად ლამაზი.

 

  • პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სოლარიუმით არ უნდა ისარგებლოთ, თუ: გაწუხებთ რაიმე დაავადება, იღებთ ჰორმონალური დარღვევების საწინააღმდეგო წამლებს ან ხართ ფეხმძიმედ.
  • სეანსამდე რამდენიმე საათით ადრე შეგიძლიათ გადავლოთ წყალი და მსუბუქად სცადოთ სხეულიდან ძველი, დაბერებული უჯრედების მოცილება.
  • არ გაბედოთ და არ მიიკაროთ მზისგან დამცავი კრემები. ზედმეტი სიფრთხილით მოეკიდეთ მათ არჩევას. გახსოვდეთ, რომ მზის სხივები და სოლარიუმი ერთმანეთისგან განსხვავდება.
  • სოლარიუმი თმის და თავის კანის პირველი მტერია. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ თქვენი თავის კანი არ გამოშრეს, ხოლო თმამ სირბილე არ დაკარგოს, აიკეცეთ თმა და მოიხმარეთ სპეციალური ქუდი.
  • არ გამოგრჩეთ ხალების დაფარვა: შეგიძლიათ, სპეციალური სტიკერებით დაიფაროთ ყველა მათგანი.
  • პირველი სეანსი არ უნდა გაგრძელდეს 5 წუთზე დიდხანს. ისიც, იმ შემთხვევაში, თუ ხართ ბუნებრივად ძალიან თეთრი.
  • იმისთვის, რომ თქვენი გარუჯვა უსაფრთხო გამოდგეს, ყოველ კვირას ესტუმრეთ სოლარიუმს და არა ყოველ დღე.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: