მთავარი ურთიერთობები ფრაზები, რომლებიც ჭარბწონიან ადამიანებს არ უნდა უთხრათ

ფრაზები, რომლებიც ჭარბწონიან ადამიანებს არ უნდა უთხრათ

by guramus

თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვისაც საკუთარი წონა ან ფიზიკური მონაცემები აკმაყოფილებს. ჩვენს გარშემო არიან ისეთებიც, რომლებიც გამუდმებით ებრძვიან წონას. ჭარბწონიანი ადამიანები ხშირად განსაკუთრებულ დისკომფორტს განიცდიან, აქვთ კომპლექსები და როდესაც საკუთარ თავს სარკეში ათვალიერებენ, ხდებიან  ნერვიულები.

იმისთვის, რომ მათ მოვუფრთხილდეთ და არსებულ კომპლექსებზე ყურადღება კიდევ უფრო მეტად არ გადავატანინოთ, საჭიროა, არასოდეს ვუთხრათ შემდეგი ფრაზები:

  • “ისევ ცდილობ გახდომას?” – შეიძლება იცოდეთ, რომ დიეტაზეა, გამუდმებით ვარჯიშობს, ფეხითაც ბევრს დადის, მოკლედ, წვალობს წონის დაგდებისთვის, მაგრამ მაინც მოერიდეთ  პრობლემაზე აქცენტს.
  • “მე უნდა ვჭამო, შენ რას იზამ?” – თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, სადაც უამრავი კალორიული საკვებია, ნუ ეტყვით მსგავს ფრაზას. ეს მისთვის უამრავი ადამიანის თვალწინ  დამცირების ტოლფასი იქნება.
  • “სიყვარულში რა ხდება?” – რატომ არის გამორიცხული, რომ ჭარბწონიან ადამიანს ყავდეს პარტნიორი? ამ ფრაზით თქვენ კიდევ ერთხელ გაუსვამთ ხაზს, რომ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს მისთვის.
  • “არ გახდე, იყავი ინდივიდუალური” – ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს, იყოს ფორმაში და ფრაზა, რომ არ სჭირდება საკუთარ თავზე მეტი ზრუნვა, არის არაფრისმომცემი.
  • “დიეტა მავნებელია” – გაცვეთილია აზრია, რომ დიეტა მავნებელია. ამგვარი ფრაზების თქმას, უმჯობესია, მოტივაცია აუმაღლოთ.
  • “სამოსს სად ყიდულობ?” – უამრავი მაღაზიაა ჩვენს გარშემო, სადაც მრავალგვარი ტანსაცლის არჩევაა შესაძლებელი. მათ შორის შეარჩევთ ე.წ. ფართე და დიდი ტანსაცელსაც.
  • “მეტი მოინდომე” – შენ არ იცი რა არის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რას აკეთებს, როგორ აკეთებს. ამიტომაც, ყველა მსგავსი ტიპის ფრაზა არის უხეში და უადგილო.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: